Acoustics, Sound and Vibro Insulation, Sound Reinforcement, Lighting Systems
... for residential, office, public and educational spaces, as well as industrial or professional facilities.
Why Acoustics?
Acoustics are often associated with concert halls, sound recording studios and the Philharmonic, but its need covers a wide range. There is a large list of sectors where noise and / or vibration problems may be relevant.
Our success in acoustic field starts from right acoustic and noise measurements. Half the job of solving an acoustic problem is to make a correct research and diagnosis. Further computer analysis of the measurement results and the accompanying acoustic calculations are an integral part of the design process. After that, we deliver the specification of the required materials, the detailed drawings of installation. It is the cycle where we ensure to receive pre-planned acoustic result.
ოთახში, სადაც მოპირკეთებაში გამოყენებულია მყარი მასალები (თაბაშირმუყაოს ფილა, შუშა, ბეტონი და ა.შ.), ბგერა აირეკლება პირველ რიგში ჭერზე, ხოლო შემდეგ კედლებზე და ბოლოს იატაკზე. ანარეკლები ქმნიან ექოს და ექოებიან გარემოში ხმაურის დონე ყოველთვის ნორმიდან ზრდისკენ არის მიდრეკილი. შესაბამისად, იმისათვის რომ ხმაურის დონე კვლავ დაუბრუნდეს ნორმირებულ ზღვარს, აუცილებელია მოპირკეთებაში გამოყენებულ იქნას ხმის შთანმთქმელი აკუსტიკური მასალები, რომლის სპეციფიკას და პარამეტრებს განსაზღვრავს აკუსტიკოსი, არქიტექტორთან შეთანხმებით.
Will I solve an acoustics with the speakers?
გახმოვანების სისტემით (დინამიკებით და შესაბამისი მართვის სისტემით) შეუძლებელია შეცვალო სივრცეში აკუსტიკა (რევერბერაციის დრო, ექოები). თუმცა სწორად ჩატარებული 3D გაანგარიშებებით შესაძლებელია შევარჩიოთ ისეთი ტიპის დინამიკების სისტემა, რომელიც შეამცირებს ანარეკლებს და გაზრდის ხმის გარჩევადობას. გასათვალისწინებელია რომ ამით სივრცეში ექოები არ შეიცვლება. ასევე, მაღალი ექოების მქონე სივრცეში სტანდარტული ტიპის დინამიკებით შეიძლება მიიღოთ იმაზე უარესი შედეგი და დაბალი ხმის გარჩევადობა, ვიდრე საერთოდ დინამიკების გარეშე.
Will egg cardboard solve an acoustics? What materials do you use in general?
არ ვიყენებთ კვერცხის ლატოკს, თუმცა ცდად ღირს. იხილეთ ვიდეო ქვემოთ მოცემულ ლინკზე :)
მასალათა შერჩევა ხდება ობიექტის შეფასების და აკუსტიკური გაანგარიშების შედეგად. ერთი და იგივე აკუსტიკური ამოცანის ამოსახსნელად და შედეგის მისაღწევად შესაძლებელია უამრავი მასალის გამოყენება, ხოლო შერჩევა ხდება მასალის სამი ძირითადი პარამეტრის მიხედვით: 1) აკუსტიკური და ტექნიკური პარამეტრები, 2) ვიზუალური მხარე და 3) ფასი.
What is the permissible noise level in living spaces?
ხმაურის დასაშვები ნორმები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N398-ით, რომელიც განსაზღვრავს საცხოვრებელ სახლებსა და საზოგადოებრივ/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიაზე აკუსტიკური ხმაურის ნორმებს. მაგალითისთვის, საცხოვრებელ სივრცეში შეღწეული ხმაურის დონე დღის საათებში არ უნდა აღემატებოდეს 35 დეციბელს, ხოლო საღამოს და ღამის საათებში 30 დეციბელს. აქვე შენიშვნა: თუ ხმაური არის ტონალური ან იმპულსური, მოცემული ზღვრული ნორმები დამატებით 5 დეციბელით მკაცრდება.
Does your materials have thermal insulation and fire resistance properties?
ჩვენს მიერ გამოყენებულ აკუსტიკურ მასალებს და ხმის საიზოლაციო კონსტრუქციებს გააჩნიათ როგორც ხანძარმედეგობის, ისე თბოიზოლაციის პარამეტრები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ხანძარმედეგობას.
How environmentally friendly are your materials?
ნებისმიერი მასალის ეკოლოგიურობა დგინდება დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ, სადაც მასალა იტესტება მაგალითისთვის ისეთ კომპონენტზე როგორიც არის მავნე აირების გამოყოფა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თუ რამდენად სრულად გადამუშავებადია მასალა, რადგან უმეტეს შემთხვევაში ბაზარზე არსებული მასალები 50%-მდე გადამუშავებადიც კი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მასში მაღალი კონცენტრაციით არის სხვადასხვა ქიმიური მინარევები, რაც უკვე აისახება მის ეკოლოგიურობაზე. ჩვენს თითოეულ პროდუქტს თუ პროდუქტთა ჯგუფს გააჩნია ყველა ტიპის ეკოლოგიურობის სერთიფიკაცია და შესაბამისი მარკირება, როგორიც არის M1, French VOC, Cleen Room და სხვა. მნიშვნელოვანია პროდუქტს გააჩნდეს EPD (Environment Product Declaration) ან/და DOP (Declaration of Performance) დოკუმენტაცია.
How much does square meter acoustics cost?
პრაქტიკიდან გამომდინარე, აკუსტიკის სფეროში ერთი და იგივე ფართობის ორ სივრცეს შეიძლება განსხვავებული საჭიროება და აკუსტიკური ამოცანები ქონდეს. ფასს განსაზღვრავს შემდეგი სამი ფაქტორი: 1) აკუსტიკური გაანგარიშებების შედეგად დადგენილი მინიმალური აკუსტიკური პარამეტრები, 2) ვიზუალური მხარე (ფერი, ფორმა, ტექსტურა) და 3) ტექნიკური მოთხოვნები (ხანძარმედეგობის კლასი, ნესტგამძლეობა და სხვა).
How big are an acoustic risks?
აკუსტიკური რისკები უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება ხმის და ვიბრო იზოლაციას. ხმის იზოლაციის ეფექტზე გავლენა შესაძლოა იქონიოს ისეთმა მცირე ხვრელმაც კი, რომელზეც შესაძლოა აქამდე არც კი გვიფიქრია. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ ცხრილი, რომელზეც აღნიშულია კედლის ხმის საიზოლაციო ეფექტის გრადაცია მასში ნახვრეტის ზომის მოცულობასთან მიმართებაში:
თუ ნახვრეტი მთლიანი კედლის ფართობის 1%-ს წარმოადგენს, მაშინ ცხრილის გათვალისწინებით, კედლის ხმის საიზოლაციო ინდექსი რომელიც უნდა ყოფილიყო 60 დეციბელი, რეალობაში შეიძლება 20 დეციბელამდე ჩამოვიდეს, რაც ითვლება ძალიან ცუდ შედეგად. ეს ყველაფერი მეტყველებს ხმის საიზოლაციო სამუშაოების მაღალ რისკზე, რომელსაც ჩვენი კომპანია უკვე 6 წელია წარმატებით ართმევს თავს.
რაც შეეხება რისკების დაზღვევის მექანიზმს, აღნიშნული საკითხი დაზღვეულია საპროექტო გაანგარიშებების მეთოდოლოგიის უტყუარობით. თუმცა აქაც შეიძლება პესიმისტურად განვეწყოთ და დავუშვათ, რომ აკუსტიკოსმაც შეიძლება დაუშვას თუნდაც მექანიკური შეცდომა. ასეთი გარემოებები კი გადაზღვეულია ინდივიდუალურად თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში.
Stonewool or Glasswool?
ძალიან ხშირად გვესმის ადამიანებისგან, რომ თითქოს მინაბამბა არ ვარგა, რომ იგი არაეკოლოგიურია და ამის გამო ევროპის ქვეყნებში ამოღებულია წარმოებიდან და ა.შ. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოსაზრება არ ეფუძნება რეალურ ფაქტებს, ერთგვარი სტერეოტიპია და ასეთი ნეგატიური დამოკიდებულების გამომწვევია საბჭოთა კავშირის დროინდელი "სტეკლოვატა" თავისი დაბალი ტექნოლოგიით და ხარისხით. ამის გამო დღეს ხშირად გვხვდება ქართულ ბაზარზე ცნობილი მწარმოებლის საიზოლაციო ბამბა, რომელსაც ისინი "ასაღებენ" როგორც მინერალურ ბამბას, თუმცა რეალურად მინაბამბაა (იგივე "სტეკლოვატა"), თუმცა ვიზუალური სახეცვლილებით: სახარინის დამატების შედეგად ბამბა არის ყავისფერი.
საიზოლაციო ბამბა შეგვიძლია დავყოთ ორ ჯგუფად:
ა) მინერალური ბამბა (ქვაბამბა, ბაზალტის ბამბა; ბ) მინაბამბა;
როგორ გავარჩიოთ ერთი მეორისგან? ქვაბამბა სიმკვრივით მერყეობს 40-160 kg/m3, ხოლო მინაბამბა სიმკვრივით მერყეობს 10-150 kg/m3, ორივე შემტხვევაში შესაძლოა მეტი სიმკვრივის მიღებაც. როგორც ხედავთ მინაბამბას უფრო მეტი დიაპაზონი აქვს და ეს არის მისი ღეროვანი ბოჭკოს სიგრძის დამსახურება, რადგან საჭიროებს ბევრად ნაკლებ ბაინდერს და დაბალ სიმკვრივეზეც ინარჩუნებს სტრუქტურულ ერთიანობას ქვაბამბისგან განსხვავებით, რომლის ღეროები ბევრად მოკლეა და საჭიროებს ბევრად მეტ ბაინდერს, სწორედ ამიტომ მისი სიმკვრივის დიაპაზონი უფრო მაღალი ნიშნულიდან იწყება. გახსენდებათ რომელიმე ცნობილი კომპანიის პროდუქტი მინერალური ბამბის სახელით, დაბალი სიმკვრივის და თანაც ყავისფერი? დიახ, ეს მინაბამბაა სახარინით ფერშეცვლილი.
აკუსტიკური, თბოსაიზოლაციო, ტექნიკური თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით ორივე პროდუქტს აქვს თავისი უპირატესობები, თუმცა საერთო ჯამში ორივე დადებითად ფასდება როგორც ხმის იზოლაციის, აკუსტიკის და თბოიზოლაციის თვალსაზრისით. რაც შეეხება ეკოლოგიურობას, ორივე მასალასთან მუშაობისას რეკომენდირებულია აირწინაღის, სათვალის და ხელთათმანის გამოყენება. ნუ გაუსინჯავთ გემოს და სუნს, გამოიყენეთ მხოლოდ აკუსტიკოსის დანიშნულების მიხედვით :)