Education

back

Office

A space where we spend an important part of our lives

Education

Education

Healthcare

Healthcare

HoReCa

HoReCa

Professional Objects

Professional Objects

Residential

Residential
განათლების ექსპერტები მუდმივად დაობენ იმაზე თუ როგორი მეთოდოლოგია და განათლების სისტემა არის უფრო ეფექტური სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ არცერთი სისტემა არ იქნება ეფექტური და წარმატების მომტანი, თუ სივრცეში სადაც საგანმანათლებლო პროცესები უნდა წარიმართოს არ არის ეფექტური აკუსტიკური თვალსაზრისით და არა მარტო. 

ხმაურიან საკლასო ოთახში მიმდინარეობს შემდეგი უარყოფითი პროცესები:
❌ დაბალია სიტყვების გარჩევადობა. მოსწავლეებს ჭირდებათ მეტი ძალისხმევა რათა გაიგონ პედაგოგის სიტყვები.
❌ ხმაურიანი გარემო ართულებს მოსმენილის დამახსოვრებას. ქვეითდება მოკლევადიანი მეხსიერება.
❌ გაძნელებულია კონცენტრაცია და მატულობს დაღლა.
❌ სასწავლო პროცესი არაჯანსაღია და რთულდება დისციპლინის კონტროლი.
❌ მასალის ათვისების ხარისხი უარესდება და საგანმანათლებლო პროგრესი ნელა მიდის.
აკუსტიკური ტექნოლოგიებით მოპირკეთებულ ოთახში ბევრად კომფორტული გარემოა:
✅ საუბრის გარჩევადობა მაღალია, შესაბამისად მაღალია კონცენტრაციის დონეც. უმჯობესდება მოკლევადიანი მეხსიერება.
✅ სტრესი და დაღლილობა ბევრად ნაკლებია. მყუდრო გარემო დადებითად მოქმედებს დისციპლინაზე.
✅ სასწავლო პროცესი ჯანსაღია. პროგრესი აშკარად მაღალ ტემპებში მიდის.
✅ განათლების ხარისხი მაღალია და დანერგილი მეთოდოლოგიები თუ ტექნოლოგიები ეფექტურია.

აკუსტიკური გადაყწვეტები ტიპიურია თითქმის ყველა ტიპის საკლასო ოთახისთვის და იგი მოიცავს პირველ რიგში ჭერის მოპირკეთებას A კლასის აკუსტიკური მასალებით, რათა შემცირდეს რევერბერაციის დრო (იგივე ექოები), ხოლო დამატებით კედლების აკუსტიკური მოპირკეთება აუმჯობესებს საუბრის გარჩევადობას. 

ხმაურით არა მარტო მოსწავლეები ზარალდებიან, არამედ მასწავლებლებიც. ხმაურის დონის ზრდასთან ერთად მატულობს გულისცემაც. ქვემოთ სურათზე მოცემული გრაფიკი სწორედ ამ კავშირს ასახავს, ჩატარებული კვლევების თანახმად არააკუსტიკურად მოწყობილ სკოლებში ხმაურის დონე 65 დეციბელს აღწევს, ეს კი ის ზღვარია როდესაც განგრძობით პერიოდში მატულობს მიოკარდიული ინფარქტის რისკი.

დაწესებულებები სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის, სკოლის შემდგომი ცენტრები და საბავშვო ბაღები - ეს ის ადგილებია, სადაც ყოველთვის ხმაურიანი გარემოა. 

❌სწავლების დინამიკა მერყეობს მშვიდი კითხვიდან ხმაურიან თამაშებამდე. ხმაურის მაღალი დონე ბავშვებს უბიძგებს კიდევ უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ და ითამაშონ. ასეთ სივრცეებში აკუსტიკური კორექცია მნიშვნელოვანია, რადგან ხმაურიანი გარემო უარყოფითად მოქმედებს ბავშვების და პერსონალის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე, მათ უსაფრთხოებაზე. ასეთი გარემოდან ბავშვები მშობლებს უფრო აგრესიულები უბრუნდებიან.

✅ აკუსტიკური მასალებით მოპირკეთების შემთხვევაში ვღებულობთ ჯანსაღ და მშვიდ გარემოს, რომელიც დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე. ასეთ სივრცეში ბავშვი უსაფრთხოდ გრძნობს თავს, უყალიბდებათ შემოქმედებითი აზროვნება, ნაკლებად ყვირიან და ხმაურობენ, შესაბამისად აღმზრდელები აღარ უწევენ ხმას ბავშვების დასაწყნარებლად, ბავშვებთან კომუნიკაციაც უფრო თბილია. ასეთ გარემოში პედაგოგების დაღლა მინიმიზირებულია და მათი საქმიანობა რადიკალურად ეფექტურია.

მეტიქვემოთ თვალსაჩინოებისთვის, ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე სიმულირებული ვიდეო: