test

უკან

აზომვები

აზომვები

პროექტირება

პროექტირება

იზოლაცია და აკუსტიკა

ხმის იზოლაცია და აკუსტიკა

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

უმეტეს შემთხვევაში აღიქმება, რომ ორი გვერდიგვერდ მომიჯნავე სივრცეს შორის ხმის იზოლაციისთვის საკმარისია მხოლოდ კედლების ხმის იზოლაცია, თუმცა ეს ასე არ არის. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც აკუსტიკოსის ჩარევის გარეშე აკეთებენ ხოლმე კედლების ხმის იზოლაციას და მიღებული შედეგები არ არის მიღებულ დაპირებებთან თანხვედრაში, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს მაგალითისთვის, რომელიმე თაბაშირ-მუყაოს მასალების და კონსტრუქციების მწარმოებელი კომპანიის კატალოგს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური ხმის იზოლაციისთვის აუცილებელია, პირველ რიგში, იატაკის და შემდეგ ჭერის ხმის იზოლაციაც, რადგან ხმის გაპარვის პირველი წყარო უმეტეს შემთხვევებში სწორედ იატაკისა და ჭერის გადაბმებთან არის დაკავშირებული. კედლების ხმის იზოლაციაზე ასევე ნეგატიურად მოქმედებს ორ სივრცეს შორის დამაკავშირებელი საინჟინრო კომუნიკაციები, კედელში ინტეგრირებული ელ. როზეტები და სხვა ტიპის ინტეგრირებადი დეტალები. ამის ნათელი ვიზუალიზაცია მოცემულია ქვემოთ სურათზე.
კედლების ხმის იზოლაცია


იმის მიხედვით თუ ვინ ასრულებს კედლების ხმის საიზოლაციო სამუშაოს, დეველოპერი თუ მობინადრე, ჩვენი სერვისები შეგვიძლია გავყოთ ორი მიმართულებით:


კედლის ხმის იზოლაცია დეველოპერის შემთხვევაში

იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერული კომპანია ასრულებს ხმის საიზოლაციო სამუშაოებს, ჩვენი რეკომენდაციაა, თავიდანვე მოხდეს გამყოფი კედლების სწორად დაპროექტება, შესაბამისი მასალის და სისქის განსაზღვრა, რათა საცხოვრებელი სივრცე თავიდანვე იყოს დაცული არასასურველი ხმაურისგან და მობინადრისთვის აღარ გახდეს საჭირო დამატებითი საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება. ამ ეტაპზევე არის შესაძლებელი კომპლექსური საიზოლაციო სამუშაოების კონტექსტში იატაკის და ჭერის საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება.





კედლის ხმის იზოლაცია მობინადრეების შემთხვევაში

  • მობინადრეების შემთხვევაში ხმის იზოლაციის საჭიროების დადგენა მხოლოდ დასრულებული რემონტის პირობებში ხდება, რა ეტაპზეც იატაკის/ჭერის ხმის საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. ასეთ დროს შესაძლებელია მხოლოდ გამყოფი კედლის დამატებითი ხმის საიზოლაციო სამუშაოები. აქ ყურადღება ექცევა თუ რა მასალა არის გამოყენებული საბაზისო კედლის მოწყობისას: ბლოკი თუ აგური? Რა სისქის/სიმკვრივის? დამატებითი ხმის საიზოლაციო კონსტრუქციაც ამის მიხედვით დგინდება.

დასრულებულ ბინებში მობინადრეების მიერ აღმოჩენილი პრობლემის მოგვარების მცდელობისას ხშირად წარმოიქმნება კედლის ხმის იზოლაციის საჭიროება, მაგრამ ხელშემშლელი ფაქტორები აფერხებს მას:

 

  • ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის სისქე, რომელიც გვართმევს ფართს;
  • ტექნიკურად ვეღარ ხდება დამატებითი კონსტრუქციების მოწყობა, რადგან ავეჯი, ფანჯარა და ა.შ. ოთახის გეომატრიაზე არის მორგებული;
  • უკვე ამოწურულია ყველანაირი პირადი თუ საბანკო ფინანსური რესურსები და ჩნდება განცდა “რომ მცოდნოდა ამ ბინას არ ვიყიდდი” ან “რომ მცოდნოდა, თავიდანვე გავაკეთებდი” ან “ეს მშენებელს არ უნდა გაეთვალისწინებინა?”

როგორც უკვე ავღნიშნეთ, საპროექტო ეტაპზევე არის შესაძლებელი განისაზღვროს სამშენებლო ობიექტის ისე წარმართვა, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველა შესაძლო აკუსტიკური რისკები, რაც ამცირებს დანახარჯებს კედლების ხმის იზოლაციაზე, ზრდის მის ეფექტურობას, აუმჯობესებს მთლიანად პროექტს და ზრდის სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის ხარისხს.