ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის საცხოვრებელ ბინებში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის იატაკის ხმის იზოლაცია, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სართულებს შორის ქვემოდან ზემოთ და პირიქითხმის იზოლაციას, მეორე მხრივ ზემოდან ქვემოთ დარტყმითი ბგერების იზოლაციას.
საცხოვრებელ სივრცეში და არა მხოლოდ, აკუსტიკური სამუშაოები პირდაპირ კავშირშია შავ სამუშაოებთან, რაც გულისხმობს, რომ თუ სივრცე იმყოფება შავი კარკასის მდგომარეობაში, ჩატარებული ხმის საიზოლაციო სამუშაოები ბევრად ეფექტურია, ვიდრე თეთრი კარკასის ან დასრულებული რემონტის დროს. როგორც წესი, იატაკის ხმის იზოლაციის მასალების გამოყენება ხდება ქვიშა-ცემენტის მოჭიმვის ქვეშ, სადაც ყველაზე ეფექტურად ხდება ამ სამუშაოების შესრულება.
ასევე, განსხვავდება იატაკის საიზოლაციო მასალები - გარკვეული კატეგორია დარტყმითი ბგერების იზოლაციას ახდენს, ხოლო ზოგი მათგანი დამატებით ხმის იზოლაციასაც გვაძლევს. ბუნებრივია, ჩვენს ასორტიმენტში არსებულ იატაკის ხმის საიზოლაციო მასალებს აქვთ ენერგოეფექტურობა, შესაბამისად, დეველოპერულ კომპანიას თუ მშენებელს, არ სჭირდება დამატებითი თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენება. უფრო მეტიც, დროა ჩანაცვლდეს ისეთი არაეფექტური პროდუქტები, როგორებიცაა XPS და სხვა.
ბუნებრივია, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა არასტანდარტული კონსტრუქციები და აკუსტიკური გადაწყვეტები, რომელიც სრულად უპასუხებს საჭირო აკუსტიკურ ამოცანებს. შედეგად, იატაკის ხმის იზოლაცია განხორციელდება მაღალი ხარისხით.