რას გთავაზობთ კომპანია Akustiko?
კომპანია Akustiko გთავაზობთ ჭერის ხმის იზოლაციას თანამედროვე სტანდარტებით, როგორც დასრულებული სივრცეებისთვის, ისე შავი კარკარის ეტაპზე. გამოვყოფთ ორ ძირითად ვარიანტს:
- კარკასული ხმის საიზოლაციო კონსტრუქცია, რომლის სისქე მერყეობს 115-200 მმ დიაპაზონში.
- უკარკასო ხმის საიზოლაციო კონსტრუქცია, რომლის სისქე მერყეობს 53-133 მმ დიაპაზონში.
მათ შორის გარდა სისქეში განსხვავებისა, მნიშვნელოვანი განსხვავება არის აკუსტიკურ ეფექტურობაში. ბუნებრივია, რაც უფრო სქელია ხმის საიზოლაციო კონსტრუქცია, ეფექტურობაც უფრო უკეთესია. თუმცა საერთო ჯამში, ორივე ტიპის კონსტრუქციით დამატებითი ხმის იზოლაციის ინდექსი მერყეობს
ΔRw 9-23 დეციბელის დიაპაზონში. ქვემოთ იხილეთ რამოდენიმე ფოტო სურათი:
რა რისკებია ჭერის ხმის იზოლაციაში?
ჭერის ხმის იზოლაციისას მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არსებული და ხმის საიზოლაციო კონსტრუქციების ხისტი გადაბმა. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, ეფექტურობა რადიკალურად მცირდება და დიდია სტრუქტურული ხმაურის გავრცელების რისკები. სწორედ ამიტომ, კარკასული ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის მონტაჟისას ვიყენებთ ვიბროსაიზოლაციო საკიდებს, რომლებიც ასევე ამცირებენ ზედა სართულიდან იმპაქტური ხმაურის ჩამოსვლის რისკებსაც. არაკარკასული ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის მონტაჟისას ასევე გამოიყენება ვიბრო კვანძები, რომლებიც იგივე ტიპის პრევენციას ახდენს ჭერის ხმის იზოლაციაში.
რა უპირატესობა აქვს ჭერის ხმის იზოლაციას?
ჭერის ხმის იზოლაციისას ირიბად ვიღებთ ზედა სართულიდან იმპაქტური ხმაურის გავრცელების შემცირებას. ასევე, სწორად შესრულებული ჭერის ხმის იზოლაცია (ისევე, როგორც იატაკის ხმის იზოლაცია და კედლის ხმის იზოლაცია) ამცირებს თბო დანაკარგებს.
თუ სივრცეში შეუძლებელია ხმის საიზოლაციო ჭერის მოწყობა, რა გამოსავალს გთავაზობთ Akustiko?
თანამედროვე რეალობაში ხშირად ვხვდებით ღია ინდუსტრიულ ჭერს, სადაც საინჟინრო თუ ელექტრო კომუნიკაციები ჩანს და შესაბამისად ერთობლივობაში ვიღებთ ინდუსტრიულ ჭერს. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციებში შეუძლებელია რაიმე დამატებითი ხმის საიზოლაციო კონსტრუქციების განხილვა, მაგრამ გამოსავალი არის შემდეგი:
- ბეტონის ჭერზე აკუსტიკური სპრეის გამოყენება, რომელიც ერთი მხრივ შეამცირებს ექოებს და სივრცეში ხმაურის დონეს, ხოლო მეორე მხრივ შეამცირებს ვერტიკალურად ხმის გავრცელებას. ასეთ შემთხვევაში აკუსტიკური სპრეის სისქე მერყეობს 20-35 მმ დიაპაზონში.
- ზედა სართულზე იატაკის ხმის იზოლაცია ისეთი ტექნოლოგიით, რომელიც გვაძლევს როგორც იმპაქტურ, ისე - ხმის იზოლაციას.