Fade - აკუსტიკური პლასტერი სკანდინავიიდან

2020 წლის დასაწყისში Fade Ceiling Europe-სთან გავაფორმეთ ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ბაზარზე შემოვიტანეთ აკუსტიკური სპრეისგან განსხვავებული ტექნოლოგია, ეს არის აკუსტიკური პლასტერი. Fade Ceiling-ის ტექნოლოგია და წარმოებაც არის სკანდინავიური (დანია და შვედეთი), ტექნოლოგიურად მისი მონტაჟი არის საკმაოდ მარტივი, რომელიც გულისხმობს სიბრტყეზე ცეცხლგამძლე მინაბამბის მონტაჟს, ხოლო შემდგომ მინაბამბაზე ხდება აკუსტიკური სპრეის დატანა. პროდუქტის საბოლოო იერსახე ვიზუალური თვალსაზრისით არის წმინდა ტექსტურის, ხაოების და მსხვილი გრანულების გარეშე, რომელიც ქმნის მონოლითურ ჭერს. მისი დატანა შესაძლებელია როგორც სწორ, ისე გუმბათოვან, ოვალურ და სხვადასხვა რელიეფის მქონე სიბრტყეებზე.
 

back

Similar News

All