- ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო შეგვესრულებინა ორ ფუნქციურად განსხვავებულ შენობას შორის დეფორმაციული შოვის ვიბრო შოვად გარდაქმნის სამუშაოები, რაც არც თუ ისე მარტივი საქმე იყო.
- იატაკის იმპაქტური იზოლაციის სამუშაოების შესრულების შემდეგ დიდ სირთულეს წარმოადგენდა 6-8 მეტრი სიმაღლის ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის დადგმა ისე, რომ კონსტრუქცია თავის მხრივ ყოფილიყო მყარი, ხოლო სიმყარისთვის საჭირო ჩამაგრებები არ ყოფილიყო სტრუქტურული ხმაურის გადამტანი. ამისათვის მომზადდა საიზოლაციო კონსტრუქციის საბაზისო კედელთან და კოლონებთან ვიბრო ჩამაგრების ინდივიდუალური კვანძები.
- შიდა არქიტექტურის და კონსტრუქციული ელემენტების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ჭერის ხმის იზოლაციის სამუშაოების შესრულება, რის გამოც სახურავზე მოეწყო ვიბრო კვანძები, რაზეც დამატებით მოეწყო ხმის საიზოლაციო მასიური სენდვიჩი.
ამასთან, შესრულდა შოუ განათების სისტემის მონტაჟი, რომლის მართვაც შესაძლებელია 21" ზომის სენსორული ეკრანისა და ჭკვიანი ინტერაქტიული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, DMX სიგნალის მართვის მხარდაჭერით.
საერთო ჯამში, ობიექტი სამაგალითოა თავისი სირთულითა და მოცულობით, გამოყენებული აკუსტიკური ტექნოლოგიებისა და საინჟინრო-აკუსტიკური გადაწყვეტილების მრავალფეროვნებით. რაც შეეხება პირვანდელ ამოცანას, საკონცერტო ღონისძებების გახმოვანების სისტემიდან მიღებული 95 დეციბელი ხმის წნევის პირობებში საცხოვრებელ სივრცეებში შეღწეული ხმაურის დონე არ აღემატება 30 დეციბელს საღამოს და ღამის საათებში.