ფანჯრის და კარის ხმის იზოლაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი სივრცისთვის
ხმის იზოლაციაში საბოლოო სიტყვას სწორედ მასზე მოდის.
ფანჯრების ხმის იზოლაცია - ვითვალისწინებთ მომიჯნავე ხმაურის წყაროებს და ზოგადად, ფონურ ხმაურის დონეს. საჭიროების შემთხვევაში ვატარებთ გარე ხმაურის აზომვით სამუშაოებს და ვადგენთ 3D ხმაურის რუკას, რომლის მიხედვითაც ისაზღვრება ფასადზე ხმაურის ზეგავლენა. სწორედ ამის შემდეგ დგინდება ფანჯრის ხმის იზოლაციის შემდეგი პარამეტრები:
- მინაპაკეტის შრეების რაოდენობა
- მინაპაკეტში შემავალი მინის სისქეები და მათ შორის დაშორება
- პროფილური სისტემის სისქე და შრეები
- მინაპაკეტის პროფილურ სისტემაში მონტაჯის დეტალები
- ღიობში ჩასმული ფანჯრის პერიმეტრზე შოვების შევსების მეთოდიკა
კარის ხმის იზოლაციას რაც შეეხება, მისი მნიშვნელობა მკაფიოდ ჩანს დეველოპერულ პროექტებში. სამწუხაროდ, იმისდა მიუხვად დეველოპერული პროექტის ბიუჯეტი მაღალია თუ დაბალი, უმეტეს შემთხვევაში ბინის შესასვლელში გვხვდება თხელი მეტალის კარი, რომელიც ძალიან გამჭვირვალეა და ვერ პასუხობს მინიმალურ რეკომენდირებულ მოთხოვნებსაც კი - Rw 32 დეციბელს, რომ არაფერი ვთქვათ უფრო მაღალი ხარისხის კარებზე, რომლებიც მაგალითად, სასტუმროებს აქვთ და მათი ხმის იზოლაციის ინდექსი 40 დეციბელია.
რას გთავაზობთ კომპანია Akustiko?
კომპანია Akustiko გთავაზობთ ფანჯრის ხმის იზოლაციას Rw 32 - Rw 50 დეციბელამდე ეფექტურობით. კარის ხმის იზოლაციას Rw 32 - Rw 54 დეციბელამდე ეფექტურობით. სხვა სპეციფიური მოთხოვნის პირობებში დაგვიკავშირდით.
რა რისკებია ფანჯრის და კარის ხმის იზოლაციაში?
ფანჯარას და კარს ვარჩევთ მისი საპასპორტო ხმის იზოლაციის ინდექსით, რომელიც მას მიენიჭა ლაბორატორიული ტესტირების შედეგად. თუმცა, როგორ შეიძლება გავიგოთ, თუ რა შედეგს მივიღებთ ობიექტზე? ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია იმ კედლის თუ ტიხრის ხმის იზოლაციაზე, რომლის ღიობშიც გვსურს ფანჯრის თუ კარის მონტაჯი. მაგალითად, თუ კ
ედლის ხმის იზოლაციის ინდექსი არის 60 დეციბელი, ხოლო მასში ჩასმული კარის ინდექსი არის 40 დეციბელი, ამასთან, კარის და კედლის ფართობი თანაბარია, მაშინ ჯამური ხმის იზოლაციის ინდექსი იქნება 50 დეციბელი და სუბიექტური აღქმითაც ხმის იზოლაციის ბალანსი დაცული იქნება. მაგრამ, თუ კედლის ხმის იზოლაციის ბევრად სუსტია, ვიდრე კარის ხმის იზოლაციის ინდექსი და თანაც, კედლის ფართობი უფრო მეტია ვიდრე კარის ფართობი, მაშინ ჩვენს მიერ შეძენილი ძვირადღირებული კარის ეფექტს ობიექტზე ვერ დავინახავთ.
აქედან გამომდინარე, კარის ან ფანჯრის შერჩევისას გასათვალისწინებელია იმ კედლის/ტიხრის ხმის იზოლაცია, რომელშიც მის ჩასმას ვაპირებთ.
კომპანია Akustiko ასევე გთავაზობთ
საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურეობას ფანჯრის და კარის ხმის იზოლაციის მიმართულებით.