კედლების ხმის იზოლაცია

back

აზომვები

სიუჟეტი გახმიანებულიყო აეხილა უჩინარის გადააქნია

პროექტირება

პროექტირება

იზოლაცია-აკუსტიკა

იზოლაცია-აკუსტიკა

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

კედლებს შორის ხმის იზოლაცია არის ხშირად მოთხოვნადი მომსახურეობა, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსური ხმის იზოლაციისთვის აუცილებელია პირველ რიგში იატაკის და შემდეგ ჭერის ხმის იზოლაციაც.

იმის მიხედვით თუ ვინ ასრულებს ხმის საიზოლაციო სამუშაოს, დეველოპერი თუ მობინადრე, ჩვენი სერვისები შეგვიძლია გავყოთ ორი მიმართულებით:

  1. იმ შემთხვევაში, თუკი დეველოპერული კომპანია ასრულებს ხმის საიზოლაციო სამუშაოებს, ჩვენი რეკომენდაციაა თავიდანვე მოხდეს გამყოფი კედლების სწორად დაპროექტება, კერძოდ, შესაბამისი მასალის და სისქის განსაზღვრა, რათა საცხოვრებელი სივრცე თავიდანვე იყოს დაცული არასასურველი ხმაურისგან და მობინადრისთვის აღარ გახდეს საჭირო დამატებითი საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება. ამ ეტაპზევე ხდება შესაძლებელი იატაკის და ჭერის საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება, რათა საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე სრულად იყოს იზოლირებული.
  2. მობინადრეების შემთხვევაში ხმის იზოლაციის საჭიროების იდენტიფიცირება ხდება მხოლოდ დასრულებული რემონტის პირობებში, რა ეტაპზეც იატაკის და ჭერის ხმის საიზოლაციო სამუშაოების ჩატარება სამწუხაროდ შეუძლებელია ხოლმე. ასეთ დროს შესაძლებელია მხოლოდ ბინებს შორის გამყოფი კედლის დამატებითი ხმის საიზოლაციო კონსტრუქციით შეფუთვა. აქ ყურადღება ექცევა თუ რა მასალა არის გამოყენებული საბაზისო კედლის მოწყობისას: ბლოკი თუ აგური? Რა სისქის და რა სიმკვრივის? დამატებითი ხმის საიზოლაციო კონსტრუქციაც ამის მიხედვით დგინდება.

დასრულებულ ბინებში მობინადრეების მიერ აღმოჩენილი პრობლემის მოგვარების მცდელობისას ხშირად წარმოიქმნება ხმის იზოლაციის საჭიროება, მაგრამ ხელშემშლელი ფაქტორები აფერხებს მას:

 

  • ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის სისქე, რომელიც გვართმევს ფართს;
  • ტექნიკრუად ვეღარ ხდება დამატებითი კონსტრუქციების მოწყობა, რადგან ოთახის გეომეტრიაზეა უკვე მორგებული ავეჯი, ფანჯარა და ა.შ.
  • უკვე ამოწურულია ყველანაირი პირადი თუ საბანკო ფინანსური რესურსები და ჩნდება განცდა “რომ მცოდნოდა ამ ბინას არ ვიყიდდი” ან “რომ მცოდნოდა, თავიდანვე გავაკეთებდი” ან “ეს მშენებელს არ უნდა გაეთვალისწინებინა?”