იატაკის ხმის იზოლაცია

back

აზომვები

სიუჟეტი გახმიანებულიყო აეხილა უჩინარის გადააქნია

პროექტირება

პროექტირება

იზოლაცია-აკუსტიკა

იზოლაცია-აკუსტიკა

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

ნებისმიერ სივრცეში, მათ შორის საცხოვრებელ ბინებში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის იატაკის ხმის იზოლაცია, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფს სართულებს შორის ვერტიკალურად (ქვემოდან ზემოთ და პირიქით) როგორც ხმაურის ისე დარტყმითი ბგერების იზოლაციას.

საცხოვრებელ სივრცეში და არა მხოლოდ, აკუსტიკური სამუშაოები პირდაპირ კავშირშია შავ სამუშაოებთან, რაც გულისხმობს, რომ თუ იმყოფება შავი კარკასის მდგომარეობაში, ჩატარებული ხმის საიზოლაციო სამუშაოები ბევრად ეფექტურია, ვიდრე თეთრი კარკასის ან დასრულებული რემონტის დროს. როგორც წესი, იატაკის საიზოლაციო მასალების გამოყენება ხდება ქვიშა-ცემენტის მოჭიმვის ე.წ. “სტიაჟკის” ქვეშ, სადაც ყველაზე ეფექტურად ხდება ამ სამუშაოების შესრულება.

ასევე, განსხვავდება იატაკის საიზოლაციო მასალები - გარკვეული კატეგორია დარტყმითი ბგერების იზოლაციას ახდენს, ხოლო ზოგი მათგანი დამატებით ხმის იზოლაციასაც გვაძლევს. ბუნებრივია, ჩვენს ასორტიმენტში არსებულ იატაკის ხმის საიზოლაციო მასალებს აქვთ ენერგოეფექტურობა, შესაბამისად, დეველოპერულ კომპანიას თუ მშენებელს, არ სჭირდება დამატებითი თბოსაიზოლაციო მასალების გამოყენება.