ბინებს შორის ხმის იზოლაცია

უკან

აზომვები

აზომვები

პროექტირება

პროექტირება

იზოლაცია და აკუსტიკა

ხმის იზოლაცია და აკუსტიკა

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია
ბინებს შორის ხმის იზოლაციაში გავრცელებული მოთხოვნა არის კედლის ხმის იზოლაცია, რომელიც ყოფს ორ მომიჯნავე ბინას. ასევე აქტუალურია იატაკის ხმის იზოლაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ზედა მეზობლიდან ჩამოსულ ნაბიჯების ხმას, იატაკზე რაიმე მყარი საგნის დავარდნის ხმას, ავეჯის გადაადგილებისას წარმოქმნის სტრუქტურულ ხმაურს და ა.შ. და როდესაც ქვედა მეზობელი ხვდება, რომ ზედა მეზობელი არ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრს, იგი ეძებს გამოსავალს ჭერის იზოლაციაში. ბუნებრივია, ესეც ხმის იზოლაციის გადაწყვეტის ერთ-ერთი ფორმაა.

გარდა ზემოთ აღწერილი ხმის იზოლაციის სტანდარტული ვარიაციებისა, რომელიც ხშირად გვხვდება მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებში, ყურადსაღებია შემდეგი საკვანძო პრობლემები:
  1. ბინაში შემოსასვლელი მთავარი კარი
  2. ბინასა და ლიფტის შახტას შორის დამაკავშირებელი კედელი
  3. საკომუნიკაციო შახტა და გამწოვი სისტემა
  4. ფასადის ხმის იზოლაცია