ვ. სალარიძის საკონცერტო დარბაზი

პირველადი ამოცანა კრიტიკულად რთული იყო, რადგან საკონცერტო დარბაზი პირდაპირ ესაზღვრებოდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომლის სამშენებლო კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებული იყო, ხოლო საკონცერტო დარბაზის კარკასი დაკავშირებული იყო დეფორმაციული შოვით. აღნიშნულ ობიექტზე შესრულდა რამოდენიმე ურთულესი კვანძი, რომელსაც წინ უსწრებდა აკუსტიკური გაანგარისებები და მისი გადამოწმების ეტაპები არაერთი მეთოდოლოგიის გამოყენებით. შესრულებული კვანძებიდან მინდა გამოვყოთ შემდეგი:

  • ჩვენი უპირველესი ამოცანა იყო შეგვესრულებინა ორ ფუნქციურად განსხვავებულ შენობას შორის დეფორმაციული შოვის ვიბრო შოვად გარდაქმნის სამუშაოები, რაც არც თუ ისე მარტივი საქმე იყო.
  • იატაკის იმპაქტური იზოლაციის სამუშაოების შესრულების შემდეგ დიდ სირთულეს წარმოადგენდა 6-8 მეტრი სიმაღლის ხმის საიზოლაციო კონსტრუქციის დადგმა ისე, რომ კონსტრუქცია თავის მხრივ ყოფილიყო მყარი, ხოლო სიმყარისთვის საჭირო ჩამაგრებები არ ყოფილიყო სტრუქტურული ხმაურის გადამტანი. ამისათვის მომზადდა საიზოლაციო კონსტრუქციის საბაზისო კედელთან და კოლონებთან ვიბრო ჩამაგრების ინდივიდუალური კვანძები.
  • შიდა არქიტექტურის და კონსტრუქციული ელემენტების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ჭერის ხმის იზოლაციის სამუშაოების შესრულება, რის გამოც სახურავზე მოეწყო ვიბრო კვანძები, რაზეც დამატებით მოეწყო ხმის საიზოლაციო მასიური სენდვიჩი.

გარდა ხმის იზოლაციისა და აკუსტიკური მოპირკეთებისა, ჩვენს მიერ დამონტაჟდა სასცენო გახმოვანების სისტემა, რამაც მოგვცა საშუალება ჩაგვეტარებინა გახმოვანების სისტემის ფუნდამენტური კალიბრაცია და მიგვეღწია ბალანსირებული ხმის ველის დაფარვისათვის.

ამასთან, შესრულდა შოუ განათების სისტემის მონტაჟი, რომლის მართვაც შესაძლებელია 21" ზომის სენსორული ეკრანისა და ჭკვიანი ინტერაქტიული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, DMX სიგნალის მართვის მხარდაჭერით.

საერთო ჯამში, ობიექტი სამაგალითოა თავისი სირთულითა და მოცულობით, გამოყენებული აკუსტიკური ტექნოლოგიებისა და საინჟინრო-აკუსტიკური გადაწყვეტილების მრავალფეროვნებით. რაც შეეხება პირვანდელ ამოცანას, საკონცერტო ღონისძებების გახმოვანების სისტემიდან მიღებული 95 დეციბელი ხმის წნევის პირობებში საცხოვრებელ სივრცეებში შეღწეული ხმაურის დონე არ აღემატება 30 დეციბელს საღამოს და ღამის საათებში.

პროექტის აღწერა

- აკუსტიკური კონსულტაციები
- აკუსტიკური პროექტირება
- ხმის იზოლაცია
- ვიბრო იზოლაცია
- აკუსტიკა
- სასცენო გახმოვანების სისტემა
- შოუ განათების სისტემა
- სასცენო კონსტრუქციები

მსგავსი პროექტები

ყველა