ხმის იზოლაცია და აკუსტიკა

უკან

აზომვები

აზომვები

პროექტირება

პროექტირება

იზოლაცია და აკუსტიკა

ხმის იზოლაცია და აკუსტიკა

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია
ხმის იზოლაცია ჩვენი სერვისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორად და ეფექტურად ჩატარებული აკუსტიკური კვლევითი და აზომვების სამუშაოების, ასევე პროექტირების შემდგომ, კომპანია Akustiko ახორციელებს ხმის საიზოლაციო, ვიბროსაიზოლაციო და შიდა აკუსტიკურ სამუშაოებს თანმდევი მასალების მიწოდებით. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ნებისმიერი სირთულის აკუსტიკური, ხმის საიზოლაციო თუ ვიბროსაიზოლაციო ჩარევები (შეგიძლიათ იხილოთ განხორციელებული პროექტების სია), ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ მომსახურეობას ნებისმიერი ტიპის პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით.

რას მოიცავს აკუსტიკური სამუშაოები?

ხმის იზოლაცია აკუსტიკური სამუშაოების მხრივ ჩვენი სერვისები და პროდუქციის ასორტიმენტი სრულად პასუხობს ყველა ტექნიკურ თუ აკუსტიკურ მოთხოვნას, ხოლო დიზაინის მხრივ ჩვენი ტექნოლოგიები სრულად ადაპტირებადია ნებისმიერი არსებული თუ დაგეგმარებული პროექტის ფარგლებში. ჩვენს ასორტიმენტში შედის:

   - შეკიდული აკუსტიკური ჭერის სამონტაჟო სამუშაოები
   - ჭერის დეკორატიული აკუსტიკური პანელების სამონტაჟო სამუშაოები
   - ჭერის აკუსტიკური სპრეისსამონტაჟო სამუშაოები 
   - კედლის დეკორატიული აკუსტიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები




ხმის იზოლაცია - მიმდინარე სამუშაოები

რას მოიცავს ხმის იზოლაცია?


გარდა აკუსტიკური სამუშაოებისა, Akustiko გთავაზობთ კომპლექსურ ხმის საიზოლაციო სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს იატაკის, ჭერის, კედლის, კარის, ფანჯრის ხმის იზოლაციას. ხმის იზოლაციაში კომპლექსურ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, ჰორიზონტალურად მომიჯნავე ორ ბინას შორის ხმის იზოლაცია არ მიიღწევა მხოლოდ გამყოფი კედლის ხმის იზოლაციით და აუცილებელია პირველ რიგში იატაკის ხმის იზოლაცია და შემდეგ ჭერის ხმის იზოლაცია. ასეთ პირობებში შესრულებული ხმის იზოლაცია ბევრად უკეთეს ეფექტს მოგვცემს, ვიდრე მხოლოდ კედლის ხმის იზოლაცია. გარდა ამისა, ორ სივრცეს შორის ხმის იზოლაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ დეტალებს:

   -
ფანჯრის და კარის ხმის იზოლაცია
   - შახტის ხმის იზოლაცია (საკომუნიკაციო და ლიფტის შახტა)


ხმის იზოლაცია და მოსალოდნელი რისკების სამუშაოების დროს


ბუნებრივია, რომელიმე ერთი მიმართულებით გამოწვეული ხარვეზი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ბინებს შორის ხმის იზოლაციის საბოლოო შედეგის მისაღწევად. ასევე, რომელიმე სიბრტყის ნაწილში დაშვებული კომპრომისები ყოველთვის არის განხილვის საგანი და საჭიროებს აკუსტიკის კონსულტანტის რეკომენდაციებს.

აქვე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ სამუშაო პროცესის არსებულ რისკებზე, რაც ხმის იზოლაციას უკავშირდება. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ ცხრილი, რომელზეც აღნიშულია ხმის საიზოლაციო ეფექტის გრადაცია მასში ნახვრეტის ზომის მოცულობასთან მიმართებაში:

იზოლაცია-აკუსტიკა  - ფოტო 1იზოლაცია-აკუსტიკა  - ფოტო 2

თუ ნახვრეტი მთლიანი კედლის ფართობის 1%-ს წარმოადგენს, მაშინ ცხრილის გათვალისწინებით, კედლის ხმის საიზოლაციო ინდექსი რომელიც უნდა ყოფილიყო 60 დეციბელი, რეალობაში შეიძლება 20 დეციბელამდე ჩამოვიდეს, რაც ითვლება ძალიან ცუდ შედეგად. ეს ყველაფერი მეტყველებს ხმის საიზოლაციო სამუშაოების მაღალ რისკზე, რომელსაც კომპანია Akustiko 2014 წლიდან წარმატებით ართმევს თავს.

ხმის იზოლაცია და აკუსტიკური სამუშაოების შესრულება უკვე დასრულებულ ობიექტზეც გვიწევს ხშირად, სადაც რემონტი დასრულებულია. ასეთ დროს, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამუშაოების ორგანიზებას სისუფთავის მიმართულებით, რათა დამკვეთს არ შევუქმნათ დისკომფორტი და ერთი საქმის გაკეთებით მეორე საქმე არ გავაფუჭოთ. ხშირია სიტუაციები, როდესაც ფუნქციონირებიდან გამომდინარე აკუსტიკური სამუშაოების ჩატარება გვიწევს არასამუშაო საათებში.

აღნიშნულ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით ჩვენ შეგვიძლია წინასაკონტრაქტო დათქმული აკუსტიკური შედეგის მიღწევა 100-დან 100-ვე შემთხვევაში, ანუ, როდესაც შევთანხმდებით აკუსტიკური, ხმის საიზოლაციო ან ვიბროსაიზოლაციო ინდექსზე, ეს შედეგი ზუსტად მიღწეული იქნება სამუშაოების დასრულების შემდეგ.