აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული აკუსტიკური კვლევებით და გაანგარიშებებით შემუშავდა აკუსტიკური დიზაინი, რომლის განხორციელებისას გამოყენებულ იქნა შვედური კომპანია Ecophon-ის აკუსტიკური მასალები:
- ჭერში Solo ტიპის აკუსტიკური პანელები, რომელიც არსებულ ინდუსტრიულ დიზაინს კარგად ერწყმის;
- გვერდითა და უკანა კედლებზე ხმის შთანმთქმელი აკუსტიკური პანელები, რომელიც ამცირებს ე.წ. Flutter Echo-ს და ბგერის დარბაზიდან სცენისკენ დაბრუნებას;
საერთო ჯამში ამით გაუმჯობესდა საუბრის გარჩევადობა და შემცირდა რევერბერაციის დრო (იგივე ექოები).