Sonaspray - აკუსტიკური სპრეი უკვე საქართველოშია

2020 წლის დასაწყისში Asona NL-თანდა International Cellulose Corporation-თან გავაფორმეთ სამმხრივი ექსკლუზიური პარტნიორობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე შემოვიტანეთ ინოვაციური სპრეის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც გაიზარდა ჩვენი შესაძლებლობები როგორც აკუსტიკური ტექნოლოგიების და პარამეტრების, ისე არქიტექტურული მოთხოვნების მხრივ. პროდუქტი SonaSpray™არის ცელულოზის ბაზაზე დამზადებული ორგანული აკუსტიკური სპრეი, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი სივრცის აკუსტიკური მოპირკეთებისას. მისი მონტაჟის წესი არის ყველაზე მარტივი ტექნოლოგიური ასპექტით, მისი დატანა შესაძლებელია ნებისმიერ ზედაპირზე, მიუხედავად მისი ფორმისა და ფაქტურისა. რაც მთავარია, პროდუქტი არის ცეცხლგამძლე და მდგრადია ტენიანი გარემოს მიმართ. 

პროდუქციის ასორტიმენტში გვაქვს K13, FC, FCX, რომელთა შორის სხვაობა არის ტექსტურის და გრანულების ზომის მხრივ. თითოეულ პროდუქტში არის შესაძლებელი სხვადასხვა სტანდარტული ფერის შერჩევა, ასევე RAL კოდით სასურველი ფერის მიღება.

    

უკან

მსგავსი სიახლეები

ყველა