აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა რამოდენიმე სივრცე, სადაც მნიშვნელოვანი იყო აკუსტიკური ტექნოლოგიების ინტეგრაცია. ესენია: საეთერო სტუდიები, საკომენტატორო ჯიხურები და ხმის ჩამწერი სტუდია. პირველ ეტაპზე დამკვეთს გავუწიეთ კონსულტაციები, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ტექნიკური დავალება, რომელიც მოიცავდა შემდეგ პარამეტრებს:
- ხმის იზოლაცია;
- რევერბერაციის დრო;
სწორედ აღნიშნული პარამეტრების შეთანხმების შემდეგ დავიწყეთ საიზოლაციო და აკუსტიკური სამუშაოები, რომლის შედეგებმაც ზუსტად გაიმეორა წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები.