სასამართლო დარბაზის აკუსტიკაში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს რევერბერაციის დრო (ექოები) და საუბრის გარჩევადობა. პირველ რიგში ჩატარდა წინასატენდერო კვლევები და აკუსტიკური გაანგარიშებები, რომლის საფუძველზეც შეირჩა აკუსტიკური სამუშაოებისათვის გამოსაყენებელი მასალები. აკუსტიკური სამუშაოებისას გამოვიყენეთ შვედური ბრენდი Ecophon-ის მასალები, რომლის შედეგადაც მიღებულმა რევერბერაციის დრომ შეადგინა 1.0 წამი. მიღებული აკუსტიკური შედეგები ზუსტად იმეორებდა ჩვენს მიერ მომზადებულ წინასატენდერო გაანგარიშებებს.