აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა არქიტექტურული პროექტის ანალიზი, სადაც უკვე გათვალისწინებული იყო აკუსტიკური დიზაინი. პირველ ეტაპზე ჩავატარეთ არსებული სიტუაციის აკუსტიკური აზომვითი სამუშაოები, რამაც დაგვანახა რომ რევერბერაციის დრო იყო ძალიან მაღალი, ხოლო საუბრის გარჩევადობა ძალიან დაბალი. არსებული გახმოვანების სისტემის პირობებშიც კი რთული იყო გაგვერჩია მოსაუბრის სიტყვები.
აღნიშნული მდგომარეობიბს გათვალისწინებით, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან კომუნიკაციის შედეგად დაკორექტირდა აკუსტიკური დიზაინი და შეთანხმდა იგი დამკვეთთან. სწორედ მას შემდეგ დაიგეგმა შვედური კომპანია Ecophon-ის მასალების გამოყენებით აკუსტიკური სამუშაოების ჩატარება. გამოვიყენეთ ჭერში Solo ტიპის პანელები, ხოლო კედლებზე Akusto Wall/Aktex პანელები. შედეგად მივიღეთ დაბალი რევერბერაციის დრო და მაღალი საუბრის გარჩევადობა.