სატელეფონო ცენტრის აკუსტიკური სამუშაოების დაგეგმვამდე, უპირველესად ჩატარდა ხმაურის კვლევითი სამუშაოები, რომლის საფუძველზეც ჩატარდა აკუსტიკური გაანგარიშებები და შემუშავდა აკუსტიკური დიზაინი პროგრამაში Odeon Auditorium. აკუსტიკური სამუშაოებისას გამოყენებულ იქნა შვედური კომპანია Ecophon-ის აკუსტიკური მასალები. არსებული დიზაინის გათვალისწინებით ჭერში გამოვიყენეთ აკუსტიკური Solo ტიპის პანელები. ასევე, კედლის აკუსიტკური პანელები და რაც მთავარია, არსებული მაგიდების ბარიერები მოპირკეთდა აკუსტიკური პანელებით.