Office

back

Office

A space where we spend an important part of our lives

Education

Education

Healthcare

Healthcare

HoReCa

HoReCa

Professional Objects

Professional Objects

Residential

Residential
თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, იზრდება ქალაქების ურბანიზაცია და შესაბამისად უფრო მეტი სამუშაო ადგილის კონცენტრირება ხდება ერთ სივრცეში. დღეს ფუფუნებაა თანამშრომლებისთვის მცირე ზომის სამუშაო სივრცეების თუ კაბინეტების გამოყოფა, შედეგად უფრო და უფრო აქტუალური ხდება ღია ტიპის სამუშაო სივრცეები, ინგლისურად ე.წ. Open Space, იგივე Open Plan Offce. ფაქტიურად დღითი დღე იცვლება ის არქიტექტურული კანონზომიერებები, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა სივრცეებისთვის დაკავებულობის წესებს, თუ რამდენი კვ.მ. ფართობია გამოყოფილი ერთ სამუშაო ადგილზე. ერთი და იგივე სივრცეში უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა მნიშვნელოვნად ზოგავს დამსაქმებლის ხარჯებს, თუმცა მათი უფრო მჭიდროდ განთავსება ზრდის ხმაურის მატების რისკს. რამდენად ნაყოფიერი შეიძლება იყოს ასეთ პირობებში მათი მუშაობა? ეს ალბათ ყველაზე მეტად დამსაქმებელს უნდა აღელვებდეს.

ფაქტი: ღია ტიპის ოფისებში ადამიანებს ხშირად უწევთ მუშაობა განსხვავებულ დავალებებზე, რაც საჭიროებს მაღალ კონცენტრაციას. მათი სამუშაო გარემო კი გარშემორტყმულია თანამშრომლებით, რომელთაც ხშირად უწევთ ტელეფონზე საუბარი ან კოლეგებთან რაიმე საკითხის განხილვა. ხშირად ვხვდებით სამუშაო გუნდში ექსტრავერტებს, რომლებიც განსაკუთრებით ხმაურიანები არიან. ასევე ინტროვერტეებს, რომელთა შრომის ნაყოფიერება ხმაურიან გარემოში კიდევ უფრო ქვეითდება. საერთო ჯამში ქვეითდება კონცენტრაცია, იფანტება გონება და ასეთი შემთხვევების გამო დიდი დრო იკარგება ყურადღების მობილიზებაში. ამით ზარალდება თითოეული თანამშრომელი და მთლიანად სამუშაო პროცესი.

გამოწვევები:
 ხმის გავრცელების და ფონური ხმაურის დონის შემცირება, რათა ხმა თავისუფლად არ გავრცელდეს მომიჯნავე მაგიდების შორის, სწორედ ეს არის უმთავრესი აკუსტიკური გამოწვევა. აღნიშნული მიმართულებით აუცილებელია სწორი აკუსტიკური გაანგარიშებები და ეფექტური აკუსტიკური მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა რათა მათი მონტაჟის შემდეგ გარანტირებულად დადგეს აკუსტიკური შედეგი, რომელიც გამოსახული იქნება ციფრებში და აღქმადი იქნება ყურისთვისაც.

გადაწყვეტები:
 აღნიშნულის მოგვარება შესაძლებელია აკუსტიკურ მოპირკეთებაში რამოდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. 
ა) აკუსტიკური ჭერი უზრუნველყოფს რევერბერაციის დროის (იგივე ექოების) შემცირებას, რაც თავის მხრივ იწვევდა ხმაურის დონის მატებას 
ბ) კედლის აკუსტიკური მოპირკეთება, მათ შორის აკუსტიკური დივაიდერები დამატებით ამცირებენ ხმის გავრცელებას და ახდენენ ერთგვარ აკუსტიკურ ზონირებას. 

 
განსხვავებული სიტუაცია გვაქვს შეხვედრების ოთახებში, სადაც მნიშვნელოვანია საუბრის გარჩევადობა და ხმის სწორად გავრცელება. ხშირად ვხვდებით სტერეოტიპულ მოსაზრებას, რომ აკუსტიკის მოგვარება შესაძლებელია დინამიკებით და მაღალი ხარისხის მიკროფონებით, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან თუ მაგალითისთვის გამოვიყენებთ კარდიოიდული ან ცილინდრული ტექნოლოგიის დინამიკებს, ის რადიკალურად შეამცირებს ჭერში ხმის ანარეკლებს, მაგრამ ადამიანების საუბრით გამოწვეულ ანარეკლებთან დინამიკი კვლავ უძლური რჩება და დაბალი საუბრის გარჩევადობა და მაღალი ხმაურის დონე ყველა ვარიანტში აისახება მიკროფონებშიც. თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო, რომ შეხვედრების ოთახებისთვის ფუნდამენტურია ხმის იზოლაცია, რათა დაცული იქნას მიმდინარე პროცესების კონფიდენციალობა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ იხილეთ რამოდენიმე ანიმირებული ვიდეო.