Acoustic & Sound Insulation Works

back

Acoustic Measurements

Acoustic Measurements

Acoustic Design & Simulations

Acoustic Design

Acoustic & Sound Insulation Works

Acoustic & Sound Insulation Works

Sound, Light & Stage Systems

Sound, Light & Stage Systems
სწორად და ეფექტურად ჩატარებული აკუსტიკური კვლევითი და აზომვების სამუშაოების, ასევე პროექტირების შემდგომ, კომპანია Akustiko ახორციელებს ხმის საიზოლაციო, ვიბროსაიზოლაციო და შიდა აკუსტიკურ სამუშაოებს თანმდევი მასალების მიწოდებით. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ნებისმიერი სირთულის აკუსტიკური, ხმის საიზოლაციო თუ ვიბროსაიზოლაციო ჩარევები (შეგიძლიათ იხილოთ განხორციელებული პროექტების სია), ჩვენი ექსპერტები გაგიწევენ მომსახურეობას ნებისმიერი ტიპის პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით, რეგიონის მასშტაბით.

რას მოიცავს აკუსტიკური სამუშაოები?

აკუსტიკური სამუშაოების მხრივ
ჩვენი სერვისები და პროდუქციის ასორტიმენტი სრულად პასუხობს ყველა ტექნიკურ თუ აკუსტიკურ მოთხოვნას, ხოლო დიზაინის მხრივ ჩვენი ტექნოლოგიები სრულად ადაპტირებადია ნებისმიერი არსებული თუ დაგეგმარებული პროექტის ფარგლებში. ჩვენს ასორტიმენტში შედის:

   - შეკიდული აკუსტიკური ჭერის სამონტაჟო სამუშაოები
   - ჭერის დეკორატიული აკუსტიკური პანელების სამონტაჟო სამუშაოები
   - ჭერის აკუსტიკური სპრეისსამონტაჟო სამუშაოები 
   - კედლის დეკორატიული აკუსტიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები


რას მოიცავს ხმის საიზოლაციო სამუშაოები?

გარდა აკუსტიკური სამუშაოებისა, Akustiko გთავაზობთ კომპლექსურ ხმის საიზოლაციო სამუშაოებს, რომელიც გულისხმობს იატაკის, ჭერის, კედლის, კარის, ფანჯრის ხმის იზოლაციას. ხმის იზოლაციაში კომპლექსურ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, როჰიზონტალურად მომიჯნავე ორ ბინას შორის ხმის იზოლაცია არ მიიღწევა მხოლოდ გამყოფი კედლის ხმის იზოლაციით და აუცილებელია პირველ რიგში იატაკის ხმის იზოლაცია და შემდეგ ჭერის ხმის იზოლაცია. ასეთ პირობებში შესრულებული ხმის იზოლაცია ბევრად უკეთეს ეფექტს მოგვცემს, ვიდრე მხოლოდ კედლის ხმის იზოლაცია. გარდა ამისა, ორ სივრცეს შორის ხმის იზოლაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ დეტალებს:

   - ფანჯრის და 
კარის ხმის იზოლაცია
   - შახტის ხმის იზოლაცია (საკომუნიკაციო და ლიფტის შახტა)


რა რისკებია მოსალოდნელი ხმის საიზოლაციო სამუშაოების დროს?


ბუნებრივია, რომელიმე ერთი მიმართულებით გამოწვეული ხარვეზი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს ბინებს შორის ხმის იზოლაციის საბოლოო შედეგის მისაღწევად. ასევე, რომელიმე სიბრტყის ნაწილში დაშვებული კომპრომისები ყოველთვის არის განხილვის საგანი და საჭიროებს აკუსტიკის კონსულტანტის რეკომენდაციებს.

აქვე, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ხმის საიზოლაციო სამუშაოებისას არსებულ რისკებზე. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ ცხრილი, რომელზეც აღნიშულია ხმის საიზოლაციო ეფექტის გრადაცია მასში ნახვრეტის ზომის მოცულობასთან მიმართებაში:

იზოლაცია-აკუსტიკა  - ფოტო 1იზოლაცია-აკუსტიკა  - ფოტო 2
თუ ნახვრეტი მთლიანი კედლის ფართობის 1%-ს წარმოადგენს, მაშინ ცხრილის გათვალისწინებით, კედლის ხმის საიზოლაციო ინდექსი რომელიც უნდა ყოფილიყო 60 დეციბელი, რეალობაში შეიძლება 20 დეციბელამდე ჩამოვიდეს, რაც ითვლება ძალიან ცუდ შედეგად. ეს ყველაფერი მეტყველებს ხმის საიზოლაციო სამუშაოების მაღალ რისკზე, რომელსაც კომპანია Akustiko 2014 წლიდან წარმატებით ართმევს თავს.

ხშირად გვიწევს აკუსტიკური სამუშაოების შესრულება უკვე დასრულებულ ობიექტზე, სადაც რემონტი დასრულებულია. ასეთ დროს, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამუშაოების ორგანიზებას სისუფთავის მიმართულებით, რათა დამკვეთს არ შევუქმნათ დისკომფორტი და ერთი საქმის გაკეთებით მეორე საქმე არ გავაფუჭოთ. ხშირია სიტუაციები, როდესაც ფუნქციონირებიდან გამომდინარე აკუსტიკური სამუშაოების ჩატარება გვიწევს არასამუშაო საათებში.

აღნიშნულ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით ჩვენ შეგვიძლია წინასაკონტრაქტო დათქმული აკუსტიკური შედეგის მიღწევა 100-დან 100-ვე შემთხვევაში, ანუ, როდესაც შევთანხმდებით აკუსტიკური, ხმის საიზოლაციო ან ვიბროსაიზოლაციო ინდექსზე, ეს შედეგი ზუსტად მიღწეული იქნება სამუშაოების დასრულების შემდეგ.