Sound, Light & Stage Systems

back

Acoustic Measurements

Acoustic Measurements

Acoustic Design & Simulations

Acoustic Design

Acoustic & Sound Insulation Works

Acoustic & Sound Insulation Works

Sound, Light & Stage Systems

Sound, Light & Stage Systems
გახმოვანება, განათება, სასცენო მექანიზაცია - ეს ის კომპონენტებია, რაც ქმნის პროფესიული ობიექტის ტექნიკურ ინფრასტრუქტურას, შესაბამისად შესაძლებლობებს.

ამა თუ იმ დარბაზის გახმოვანებისას, რამდენად მარტივია განსაზღვრო დინამიკების რაოდენობა თუ იცი დარბაზის სიგრძე და სიგანე? თუ შევარჩევთ საჭირო დინამიკს მისი სიმძლავრით და გაშლის კუთხით, ასევე სიხშირული დიაპაზონით, მგონი პრობლემა არ უნდა იყოს. მაგრამ ემპერიული მიდგომებით კარგი შედეგის მიღწევა მარტივი როდია? შეიძლება ერთ შემთხვევაში გაგვიმართლოს და კარგი ხმა მივიღოთ, თუმცა მერწმუნეთ, იგივე ფორმის მეორე დარბაზში იგივე ტიპის დინამიკებით იგივე შედეგი დიდი ალბათობით შეიძლება ვერ მიიღოთ. რატომ? პასუხი დამოკიდებულია შემდეგ კითხვებზე:
  1. როგორია ჭერის და კედლების მოპირკეთება?
  2. აუდიტორია ფეხზე დგას თუ ზის?
  3. დინამიკები უნდა ჩამოიკიდოს თუ დაიდგას?
  4. იქნებ სფერული ტიპის დინამიკი უნდა ჩავანაცვლოთ კოლონური ან Line Array ტიპის დინამიკით?
  5. ცენტრალური დინამიკების გარდა ხომ არ არის საჭირო დამატებითი Delay ტიპის დინამიკები, Front Fill ან Side Fill გახმოვანება? ან თუნდაც გადანაწილებული დინამიკების ბადე?
  6. დაბალი სიხშირე ბევრი ხომ არ არის? ან არასწორ ადგილას ხომ არ არის დამონტაჟებული?
  7. და ა.შ.
თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არსებული აკუსტიკური მოპირკეთების გათვალისწინებით განვსაზღვროთ არა მხოლოდ Direct Sound (რასაც უმეტეს შემთხვევაში აუდიო სისტემების რეალიზატორი კომპანიები ითვლიან), არამედ გაითვალისწინო ბგერის ანარეკლები და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გადახედო პირველ რიგში დინამიკის ტიპს, ხოლო შემდგომში მონტაჟის წერტილებს და რაოდენობას.

 
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ უმეტეს შემთხვევაში აუდიო სისტემების რეალიზატორი კომპანიები და მათი აუდიო ინჟინრები სისტემას ადგენენ მხოლოდ მათი შეხედულებების და მოსაზრებების გათვალისწინებით. თვითონვე ადგენენ თუ რამდენი დეციბელია საჭირო ამა თუ იმ ტიპის დარბაზში, რამდენი დინამიკი გაყიდონ ობიექტზე და ა.შ. პრინციპში ეს ასეც უნდა იყოს, რადგან აუდიო ინჟინერმა ზუსტად იცის აუდიო სისტემის "ტექნიკური ენა". მაგრამ სისტემის საბოლოო მომხმარებლისთვის სულ სხვა რამ არის მნიშვნელოვანი და მას საერთოდ არ ესმის თუ რას ნიშნავს დეციბელი, ჰერცი, ინტერფერენცია, დამდგარი ტალღა და ა.შ. ამ შემთხვევაში მომხმარებელში იგულისხმება არა ხმის რეჟისორი, რომელიც მართავს ობიექტზე სისტემას, არამედ დამკვეთი, მასპინძელი პერსონალი და რაც მთავარია სტუმარი. ისინი შემდეგი კითხვებით აფასებენ ჩვენს ნამუშევარს:
  1. რამდენად მყუდრო და კომფორტული გარემო იყო? ან რამდენად ენერგიული ატმოსფერო შეიქმნა სცენის წინ (ე.წ. Dance Floor-ზე)?
  2. გახმოვანება ხომ არ იყო ხისტი? ბასები ბევრი იყო თუ ცოტა?
  3. რამდენად შესაძლებელი იყო კომუნიკაცია სტუმრებს შორის, სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს შორის?
  4. და ა.შ.
განათების სფეროში საქმე თითქოს მარტივადაა და ამის უკან დგას ერთი გამონათქვამი: "განათების პროჟექტორი ბევრი არასდროს არ არის", რადგან თითქოს კარგი გამნათებელი ბევრი განათების აპარატით უფრო მაგარ შოუს შექმნის ვიდრე ცოტათი. თუმცა მერწმუნეთ, განათებაში ყოველთვის უმნიშვნელოვანესია მხატვრული მხარე, იდეა, თემა და არა პროჯექტორის სიმძლავრე და სხვა მსგავსი პარამეტრები.

ისევე, როგორც ხმის ბგერა შედგება ტალღებისგან, რომელსაც ყური აღიქვამს, სინათლეც შედგება უფრო მაღალი სიხშირის ტალღებისგან, რომელსაც თვალი აღიქვამს, როგორც ხმა, სინათლის ტალღები შეიძლება იყოს ქაოტური ან მოწესრიგებული. შემოქმედებითი მიდგომით, სინათლის ტალღების კომბინაცია შეიძლება განვალაგოთ ადამიანის განწყობის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია, რომ განათების განლაგებას, კომბინაციას და ცვლილებას მივუდგეთ ისე, როგორც ხელოვნების ერთ-ერთ ფორმას. განათება, განსაკუთრებით სასცენო განათება, საშუალებას გვაძლევს  შევქმნათ განწყობა ან შესაბამისი ატმოსფერო კონცერტის ან წარმოდგენისთვის ეფექტის შესაქმელად. არ არსებობს მოკლე გზა განწყობის შესაქმნელად, ეს ის შემოქმედებითი პროცესია, რომელიც ფონურად უნდა ერწყომდეს სასცენო მოქმედების ფაბულას.

სასცენო მექანიზაცია არის პროფესიული დარბაზის ფუნდამენტი. თითქოს ამ სფეროში 21-ე საუკუნეში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, სოფიტი ისევ სოფიტია, შტანკეტი ისევ ისეთი შტანკეტი და ა.შ. მაგრამ რადიკალური ცვლილებები განიცადა ელექტრო მექანიკურმა და ჰიდრავლიკურმა ნაწილმა, რამაც უაღრესად დიდი შესაძლებლობები მისცა სამხატვრო ხელმძღვანელს თუ რეჟისორს როგორც სცენის ქვედა მექანიზაციაში (პლანშეტი) ისე ზედა მექანიზაციაში. მაგალითისთვის, ადრე თუ სცენის ქვედა მექანიზაციაში მხოლოდ წრის ფორმის მოძრავი სცენა არსებობდა, დღეს სცენის ნაწილი შეგვიძლია დავყოთ პირობითად 16 ან 32 სექციად და ვამოძრაოთ ვერტიკალურად როგორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. ასევე, სცენის ზედა მექანიზაციაში დეკორაციებით დატვირთული შტანკეტი შეგვიძლია ისე ვამოძრაოთ სპექტაკლის დროს, რომ სისტემას შეეძლოს სანტიმეტრის სიზუსტით ნებისმიერ სიმაღლეზე გაჩერება დროის სასურველ მონაკვეთში, თან ისე რომ მექანიზაციის ხმაურის იყოს მაქსიმალურად დაბალი. ეს ყოველივე კი გვაძლევს იმის საშუალებას რომ სცენაზე გავაცოცხლოთ ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი სცენარის ექსტრემალური სცენები და მაყურებლს აღვუძრათ დამატებითი ემოციები ხმასთან და განათებასთან ერთად.

შემაჯამებელ ნაწილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპროექტო ეტაპიდან სისტემის სრული ინტეგრაციის ჩათვლით შეგვიძლია შევქმნათ ისეთი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც მთელს ტექნიკურ პერსონალს რეჟისორის ხელმძღვანელობით შეუძლია შექმნას ისეთი სცენები, რომელიც დიდ შთაბეჭდილებებს დატოვებს მაყურებელში. სწორედ ეს არის კომპანია Akustiko-ს უმთავრესი ამოცანა.