სერვისები

უკან

აზომვები

სიუჟეტი გახმიანებულიყო აეხილა უჩინარის გადააქნია

პროექტირება

პროექტირება

იზოლაცია-აკუსტიკა

იზოლაცია-აკუსტიკა

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია

გახმოვანება, განათება, მექანიზაცია
სწორად და ეფექტურად ჩატარებული აკუსტიკური კვლევითი და აზომვების სამუშაოების, ასევე პროექტირების შემდგომ, კომპანია Akustiko ახორციელებს ხმის საიზოლაციო, ვიბროსაიზოლაციო და შიდა აკუსტიკურ სამუშაოებს თანმდევი მასალების მიწოდებით. ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ ურთულესი აკუსტიკური, ხმის თუ ვიბროსაიზოლაციო ჩარევები (შეგიძლიათ იხილოთ განხორციელებული პროექტების სია), ჩვენი ექსპერტები მოგემსახურებიან ნებისმიერი ტიპის პრობლემატურ სივრცეზე. რეგიონის მასშტაბით. პრაქტიკაში მიღებული დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროექტირების და აზომვების დროს გავამახვილოთ ყურადღება ისეთ პატარა დეტალებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენენ აკუსტიკის და ხმის იზოლაციის ფაქტობრივ შედეგებზე. მაგალითად, ხმის იზოლაციის მიმართულებით პრობლემა შესაძლოა შექმნას მრავალმა ფაქტორმა:
  • კონსტრუქციის სიმყარემ.
  • საინჟინრო სისტემების კომუნიკაციებმა.
  • არაეფექტურად შესრულებულმა საიზოლაციო სამუშაოებმა და ა.შ.
ხმის იზოლაციის ეფექტზე გავლენა შესაძლოა იქონიოს მონტაჟის დროს დარჩენილმა მცირე ხვრელმაც კი. ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე შეგიძლიათ ნახოთ ცხრილი, რომელზეც აღნიშულია კედლის ხმის საიზოლაციო ეფექტის გრადაცია მასში ნახვრეტის ზომის მოცულობასთან მიმართებაში:


თუ ნახვრეტი მთლიანი კედლის ფართობის 1%-ს წარმოადგენს, მაშინ ცხრილის გათვალისწინებით, კედლის ხმის საიზოლაციო ინდექსი რომელიც უნდა ყოფილიყო 60 დეციბელი, რეალობაში შეიძლება 20 დეციბელამდე ჩამოვიდეს, რაც ითვლება ძალიან ცუდ შედეგად. ეს ყველაფერი მეტყველებს ხმის საიზოლაციო სამუშაოების მაღალ რისკზე, რომელსაც კომპანია  Akustiko უკვე 6 წელია წარმატებით ართმევს თავს.

ხშირად გვიწევს აკუსტიკური სამუშაოების შესრულება უკვე დასრულებულ ობიექტზე, სადაც რემონტი დასრულებულია. ასეთ დროს, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სამუშაოების ორგანიზებას სისუფთავის მიმართულებით, რათა დამკვეთს არ შევუქმნათ დისკომფორტი და ერთი საქმის გაკეთებით მეორე საქმე არ გავაფუჭოთ. ხშირია სიტუაციები, როდესაც ფუნქციონირებიდან გამომდინარე აკუსტიკური სამუშაოების ჩატარება გვიწევს არასამუშაო საათებში.

აღნიშნულ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით ჩვენ შეგვიძლია წინასაკონტრაქტო დათქმული აკუსტიკური შედეგის მიღწევა 100-დან 100-ვე შემთხვევაში, ანუ, როდესაც შევთანხმდებით აკუსტიკური, ხმის საიზოლაციო ან ვიბროსაიზოლაციო ინდექსზე, ეს შედეგი ზუსტად მიღწეული იქნება სამუშაოების დასრულების შემდეგ.