პირველი ექსპერიმენტული სკოლა

სკოლებში მულტიფუნქციური დარბაზი მნიშვნელოვანი როლის მატარებელია, რადგან აქ ტარდება სხვადასხვა ტიპის და შინაარსის მქონე ღონისძიება და აქტივობა, დაწყებული სპორტული და სახელოვნებო ჯგუფების ვარჯიშებით, დამთავრებული თეატრალური წარმოდგენებით და კონცერტებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული აკუსტიკური კვლევებით და გაანგარიშებებით შემუშავდა აკუსტიკური დიზაინი, რომლის განხორციელებისას გამოყენებულ იქნა შვედური კომპანია Ecophon-ის აკუსტიკური მასალები:
  • ჭერში Solo ტიპის აკუსტიკური პანელები, რომელიც არსებულ ინდუსტრიულ დიზაინს კარგად ერწყმის;
  • გვერდითა და უკანა კედლებზე ხმის შთანმთქმელი აკუსტიკური პანელები, რომელიც ამცირებს ე.წ. Flutter Echo-ს და ბგერის დარბაზიდან სცენისკენ დაბრუნებას;

საერთო ჯამში ამით გაუმჯობესდა საუბრის გარჩევადობა და შემცირდა რევერბერაციის დრო (იგივე ექოები).

პროექტის აღწერა

- აკუსტიკური აზომვები
- აკუსტიკური კონსულტაციები

- შიდა აკუსტიკური სამუშაოები

მსგავსი პროექტები

ყველა