Evex Medical Corporation

მიუხედავად იმისა, რომ საპროექტო სამუშაოები არის საქმის 50%, ყველაფერს მაინც ვერ დაგეგმავ. აღნიშნული პროექტის საწყის ეტაპზევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ვადები, რადგან საქმე გვქონდა ფორსმაჟორულ სიტუაციასთან. კომპანია Akustiko პროექტში ჩაერთო ჩილერის ჩართვის შემდეგ, როდესაც მისი ხმაური კრიტიკულად შეწუხებული აღმოჩნდა მომიჯნავე საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებისთვის. მყისიერი აკუსტიკური აზომვების შემდეგ ფაქტიურად პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ერთი მხრივ აკუსტიკური გაანგარიშებები და მოდელირება, ხოლო მეორე მხრივ საიზოლაციო სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ შეუძლებელი იყო ქარხნული აკუსტიკური ეკრანების იმპორტირების ვადებზე ლოდინი, გადავწყვიტეთ ჩვენვე შეგვემუშავებინა ხმის საიზოლაციო და ხმის შთანმთქმელი კონსტრუქციები, რამაც ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და საიზოლაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებელ სივრცეებში მიღებული ხმაურის პარამეტრები სრულად პასუხობდა საქართველოს მთავრობის #398-ე დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელ სივრცეებში შეღწეული ხმაურის დონე საღამოს და ღამის საათებში არ უნდა აღემატებოდეს 30 დეციბელს.

პროექტის აღწერა

- ხმაურის აზომვები და კვლევები
- ხმის საიზოლაციო სამუშაოები

მსგავსი პროექტები

ყველა