HoReCa

უკან

ოფისი

სივრცე, სადაც დავყოფთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს

განათლება

განათლება

ჯანდაცვა

ჯანდაცვა

HoReCa

HoReCa

პროფესიული ობიექტები

პროფესიული ობიექტები

საცხოვრებელი სივრცეები

საცხოვრებელი სივრცეები
HoReCa - ფოტო 1
HoReCa მიმართულების განვითარების ხარისხი კონკრეტული ქალაქის თუ ქვეყნის განვითარების დონეზე მიანიშნებს. კაფე-ბარი, რესტორანი, ღამის კლუბი, სასტუმრო.. ეს სივრცეები ქმნიან ერთის მხრივ "ღამის ეკონომიკას", ხოლო მეორეს მხრივ ტურიზმის ფუნდამენტური კომპონენტებია. თუმცა აღნიშნულ სივრცეებში მნიშვნელოვანია რამოდენიმე მიმართულება, რომელიც პრობლემას შეიძლება ქმნიდეს:

1) ხმის იზოლაცია ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.
2) შიდა აკუსტიკა რათა ვაკონტროლოთ შიდა ხმაური და შევქმნათ კომფორტული გარემო ჩვენი სტუმრებისთვის.
3) საინჟინრო სისტემების ვიბრო იზოლაცია.


მაგალითისთვის, ხშირად ვხვდებით რესტორნებში სიტუაციებს, სადაც ხმაურის გამო ნახევარ მეტრში მჯდომ მეგობარს ვუყვირით რათა გავაგებინოთ სიტყვები. და თუ პროცესში მუსიკა ერთვება, იქ საერთოდ შეუძლებელია მშვიდი საუბარი. სტუმრები ელოდებიან მუსიკალური ნომრის დასრულებას რათა შუალედებში შეძლონ ნორმალური ურთიერთობა. ასეთი სიტუაცია მართლაც არ არის ნორმალური და არ ვფიქრობთ, რომ ბიზნესზე დადებითად მოქმედებს;

ღამის ეკონომიკის განვითარება მართლაც მნიშვნელოვანია როგორც დიდი ქალაქებისთვის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ისე ტურიზმის განვითარებისათვის, თუმცა მას თან ახლავს გარემოს დაბინძურების რისკები და კონფლიქტური სიტუაციები სამეზებლოსთან და მაცხოვრებლებთან, როგორც ხმაურის ისე ქუჩების დაბინძურების მიზეზით. აღნიშნულ სივრცეებში ხმის იზოლაცია, შიდა აკუსტიკა და გახმოვანების სისტემების სწორი მართვა მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს როგორც გარემოს დაბინძურების შემცირებაზე ისე თვით ამ ბიზნესების განვითარებასა და ადამიანთა კმაყოფილებაზე;

HoReCa - ფოტო 2აქვე გვსურს შევეხოთ ბავშვთა გასართობ ცენტრებს, მიუხედავად იმისა რომ კლასიკური მნიშვნელობით ის არ ეკუთვნის HoReCa მიმართულებას. თითქმის ყველა ბავშვთა გასართობ ცენტრში არის ხმაურის გადაჭარბებული დონე და არის მოსაზრება, რომ ასეთ სიტუაციებში შეუძლებელია არ იყოს ხმაური. სუბიექტური განმარტებით ძალიან მცირეა ზღვარი ხმაურსა და ჟრიამულს შორის. ყველა ბავშვის აღქმა ერთი და იგივე როდია. ხმაურის გადამეტებული დონე აზიანებს ბავშვების ფსიქიკას და ჯანმრთელობას. ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის დინამიკების არასწორი მოხმარება, რომლის არგუმენტად მოყავთ ბავშვების ხმაურის გადაფარვა, მაგრამ ეს ასე არ არის რადგან ასეთ სიტუაციაში ბავშვები კიდევ უფრო ხმაურობენ. გარდა ამისა, ხშირად ვხვდებით ბავშვების კატეგორიას, რომლებიც ასეთ სიტუაციებში დისკომფორტს გრძნობენ და ვერ ერთობიან, მათ ურჩევნიათ უფრო მშვიდ გარემოში თამაში მეგობრებთან ერთად, თუნდაც სახლში ან/და ეზოში.

ზემოთ განხილული პრობლემები საერთო ჯამში უარყოფითად მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ისე ბიზნესზე და გარემოზე. იმისათვის, რომ ბავშვებს შევუქმნათ კომფორტული გარემო, საკმარისი პირობა არ არის აკუსტიკური ტექნოლოგიების გამოყენება. მნიშვნელოვანია განსაზღვრულ იქნას გამოსაყენებელი აკუსტიკური პროდუქციის ეკოლოგიურობა, ხანძარმედეგობა და მდგრადობა ტენიანობის მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია კედლის აკუსტიკური პანელების მდგრადობა ფიზიკური დაზიანების მიმართ.

სწორედ ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს საბოლოო შედეგს, რომელიც არის კომფორტული, მყუდრო და უსაფრთხო გარემო ჩვენი ბავშვებისთვის.