საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

აღნიშნულ მულტიფუნქციური დარბაზის პროექტში ჩვენი ჩართულობის ფორმატი შემოიფარგლებოდა არქიტექტურული პროექტის რევიზიით და აკუსტიკური კონსულტაციებით, რომლის შედეგადაც ჩვენი მხრიდან მოხდა ობიექტზე ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური ტექნოლოგიების/მასალების მიწოდება, ასევე სამუშაოების ზედამხედველობა და მონიტორინგი. გარდა ამისა, შევასრულეთ გახმოვანების სისტემის და ხმის ჩამწერი აპარატურის სამონტაჟო სამუშაოები, სცენის მინიმალისტური განათება LED ტექნოლოგიით.

ხმის იზოლაციის და აკუსტიკის მხრივ გამოიყო შემდეგი სირთულეები:
  • დარბაზის მარჯვენა კედელი ესაზღვრება აღმაშენებლის გამზირს, ხოლო დარბაზის მონაკვეთში ქუჩის საფარი არის ქვაფენილი. ხმის საიზოლაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ქუჩიდან შემოღწეული ხმაურის დონე არ აღემატება შიდა ფონური ხმაურის ზღვრულ პარამეტრს.
  • შენობის გადახურვის საბაზისო ელემენტები წარმოდგენილი იყო ხის კოჭების სახით, რაზეც მოეწყო შესაბამისი ტექნოლოგიის ხმის საიზოლაციო სამუშაოები, როგორც იატაკზე, ისე ჭერზე.
  • შიდა აკუსტიკაში გამოვიყენეთ არქიტექტურაში გათვალისწინებული დეკორატიული MDF-ის პანელები და მასთან ერთად მონაცვლეობაში გამოვიყენეთ ხმის შთანმთქმელი მასალები. გარდა ამისა, სცენის და დარბაზის ნაწილში გამოვიყენეთ მასიური ხის დიფუზორები. საერთო ჯამში, დარბაზის შიდა აკუსტიკური დიზაინში გამოყენებულია როგორც ხმის შთანმთქმელი (Absorber), ისე ამრეკლი (Reflector) და გამფანტველი (Diffusor) მასალები, რაც იძლევა ბალანსირებულ აკუსტიკურ გარემოს სხვადასხვა სახის მუსიკალური ღონისძიებებისთვის.
საერთო ჯამში, მიღებული აკუსტიკური პარამეტრები სრულად პასუხობს მულტიფუნქციური დარბაზის სტანდარტებს, გახმოვანების სისტემის ინტეგრაციის გათვალისწინებით.

პროექტის აღწერა

• აკუსტიკური კონსულტაციები
• აკუსტიკური დიზაინი
• გახმოვანების სისტემის მონტაჟი
• ხმის ჩამწერი აპარატურით აღჭურვა
• განათების სისტემის მონტაჟი

მსგავსი პროექტები

ყველა