Healthcare

back

Office

A space where we spend an important part of our lives

Education

Education

Healthcare

Healthcare

HoReCa

HoReCa

Professional Objects

Professional Objects

Residential

Residential

ჩვენ ვიცით, რომ ხმაური პრობლემაა ჯანმრთელობისთვის, რომ ხმაურს აქვს ნეგატიური გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, მის გონებაზე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ არსებობს აკუსტიკური გადაწყვეტები, რომელიც პასუხობს ყველა ჰიგიენურ მოთხოვნებს. როდესაც ავად ვართ, ჩვენ გაღიზიანებულები ვართ ყველასა და ყველაფრის მიმართ, ხმაური ზრდის სტრესის დონეს, სუნთქვის სიხშირესა და გულისცემას. ჩვენ ვიცით, რომ კარგ აკუსტიკურ გარემოში ადამიანებს უკეთ ძინავთ, და რომ ეს აუმჯობესებს გამოჯანმრთელების პროცესს.

ხმაურიანი გარემო მოქმედებს როგორც პაციენტზე, ისე პერსონალზე. პაციენტები გრძნობენ სტრესულ სამუშაო გარემოს. ისინი ზარალდებიან პერსონალის სტრესული მდგომარეობით, რადგან გრძნობენ მათ დაძაბულ რეჟიმს. პერსონალისთვის ასეთ გარემოში მუშაობა არის არასწორი გადაყწვეტილებების რისკის საფუძველი, რადგან ისინი არიან დასტრესილები, შეიძლება თავი იგრძნონ გაღიზიანებულად, შეიძლება გაღიზიანდნენ კოლეგების მიმართაც. ასევე შესაძლოა ვერ გამოიჩინონ საკმარისი მოთმინება პაციენტებთან მიმართებაში და არაკორექტულად მოეპყრონ პაციენტებს და მათ ნათესავებს. პერსონალის ხმას, ხმის ტემბრს შეუძლია ქონდეს როგორც დადებითი ისე უარყოფითი გავლენა პაციენტებზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი საუბარი იყოს მშვიდი და არა ხმამაღალი, რომ მათი ხმა არ იყოს მძაფრი და ხისტი, რომ საუბრობდნენ უფრო თავშეკავებულად, რათა შექმნან დამამშვიდებელი და უსაფრთხო გარემო პაციენტისთვის.

კრიტიკულ სიტუაციებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ექიმებმა და ექთნებმა შეძლონ სწორი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალმა შეძლოს მკაფიო კომუნიკაცია და არ შეწუხდნეს მუდმივი ფონური ხმაურით ან სამედიცინო მოწყობილობების ხმებით. კარგ აკუსტიკურ გარემოში ხმაურის დონე მცირდება, ხოლო საუბრის გარჩევადობა იზრდება. კარგ აკუსტიკურ გარემოში ადამიანები უფრო ფოკუსირებულები არიან. ვიცით, რომ კარგი აკუსტიკური გარემო ამცირებს შეცდომების რისკს.

ჩვენ გვაქვს აკუსტიკური გადაწყვეტები, რომელიც ამ ყველაფერს რეალურს ხდის: ა) ჭერის მოპირკეთება A კლასის ხმის შთანმთქმელი აკუსტიკური სისტემებით, ეს არის უმთავრესი რათა შემცირდეს ექოები (რევერბერაციის დრო). ბ) კედლების მოპირკეთება ხმის შთანმთქმელი მასალებით აუმჯობესებს სამედიცინო პერსონალის კონცენტრაციის ხარისხს, კომუნიკაციას და ამცირებს შეცდომების დაშვების რისკს. საერთო ჯამში მცირდება ხმაურის დონე და ხმის გავრცელება, რომელიც ასე შემაწუხებელია პაციენტებისა და პერსონალისათვის. მეტი თვალსაჩინოებისთვის ქვემოთ იხილეთ რამოდენიმე ანიმირებული ვიდეო:
 

როგორც კვლევებმა აჩვენა, ჯანსაღი აკუსტიკური გარემო იწვევს: 



არტერიული წნევის სტაბილურობა




ძილის ხარისხის გაუმჯობესება




ტკივილგამაყუჩებლების მიღების შემცირება




რეჰოსპიტალიზაციის შემცირება




კეთილგანწყობას, შრომის ეფექტურობის გაუმჯობესება