ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი

საინჟინრო მოწყობილობის ხმის იზოლაციის გაანგარიშებებისას ერთი მხრივ გასათვალისწინებელია ხმაურის წყაროს ტიპოლოგია, ხოლო მეორე მხრივ ამ ხმაურით მომიჯნავე შენობების ხმაურით დაბინძურების შეზღუდვები, რომელსაც არეგულირებს საქართველოს მთავრობის #398 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტი.

ჩვენს შემთხვევაში ხმაურის წყაროს წარმოადგენდა ორი ჩილერი, თითოეულის ხმაურის დონე 103 დეციბელი, ხმაურის ტიპოლოგია - ტონალური. მომიჯნავე შენობის ფუნქციონალი - სამედიცინო დაწესებულება. ზემოთ აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით, ტონალური ხმაურის დროს მიმართ შეზღუდვები დღისით 30 დეციბელით, ხოლო საღამოს და ღამის საათებში 25 დეციბელით განისაზღვრა. საქმეს ართულებდა ის, რომ ხმაურის წყაროსა და ხმაურის მიმღებ წერტილებს შორის დაშორება 8-15 მეტრს შეადგენდა.

ჩატარებული აკუსტიკური მოდელირებისას გათვალისწინებულ იქნა ხმის საიზოლაციო ეკრანებისა და პანელების მიერ ჰაერის ნაკადების ტურბულენტურობის შესაძლო რისკები, ასევე ჩილერების სასერვისო დისტანციები და რაც მთავარია ხმის იზოლაციის სამიზნე პარამეტრი. მიღებული შედეგით სრულად იქნა მიღწეული საპროექტო გაანგარიშებები, თუმცა წარმოიქმნა ერთი ტექნიკური პრობლემა: შესრულებული სამუშაოს აზომვების დროს, ჭრიჭინების ხმა უფრო ისმოდა ვიდრე ჩილერის ტონალური ხმაური :)

Project Description

- საპროექტო სამუშაოები
- ხმის საიზოლაციო სამუშაოები

Similar Projects

All