საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

სასამართლო დარბაზის აკუსტიკაში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს რევერბერაციის დრო (ექოები) და საუბრის გარჩევადობა. აკუსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე მოხდა არსებული აკუსტიკური პარამეტრების დადგენა, რომლის დროსაც რევერბერაციის დრომ შეადგინა 3.5 წამი, ხოლო საუბრის გარჩევადობა 0.5-ზე ნაკლები იყო.

შემუშავებული აკუსტიკური დიზაინის და დამკვეთის მხრიდან მოთხოვნილი ტექნიკური/აკუსტიკური პარამეტრების გათვალისწინებით, აკუსტიკური სამუშაოებისას გამოვიყენეთ შვედური ბრენდი Ecophon-ის მასალები, რომლის შედეგადაც მიღებულმა რევერბერაციის დრომ შეადგინა 1.5 წამი, ხოლო საუბრის გარჩევადობა გაიზარდა 0.65-მდე. ამ უკანასკნელის მიღწევაში დაგვეხმარა გახმოვანების სისტემის ტექნოლოგია, ამ მიმართულებით გამოვიყენეთ კოლონური ტიპის დინამიკები რათა ბგერის გავრცელება ყოფილიყო თანაბარი და შეგვემცირებინა ჭერიდან ზედმეტი ანარეკლები. ასევე, მიკროფონების ნაწილში გამოვიყენეთ მექსიკური ბრენდი Shure-ს მიკროფონების სისტემა.

მიღებული აკუსტიკური შედეგები ზუსტად იმეორებდა ჩვენს მიერ მომზადებულ წინასატენდერო გაანგარიშებებს.

პროექტის აღწერა

- აკუსტიკური აზომვები
- აკუსტიკური დიზაინი
- აკუსტიკური სამუშაოები

მსგავსი პროექტები

ყველა