Gudauri Ski Resort

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა არსებული ღია სამუშაო სივრცის აკუსტიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა შემცირებულიყო საერთო ფონური ხმაურის დონე და შექმნილიყო მინიმალური აკუსტიკური კომფორტი. აკუსტიკური გაანგარიშებებისას გავითვალისწინეთ შესაძლო გამოსაყენებელი აკუსტიკური მასალების ტექნიკური დიზაინი, რომლის გამოყენებაც უნდა ყოფილიყო ინტერიერის დიზაინში მსუბუქი ინტეგრაცია. აკუსტიკური სამუშაოებისას გამოვიყენეთ შვედური კომპანია Ecophon-ის აკუსტიკური მასალები, კერძოდ: ჭერში გამოვიყენეთ დეკორატიული დანიშნულების მქონე აკუსტიკური Solo პანელები, ხოლო კედლებზე 600*600მმ ზომის ნაჭრის ზედაპირის მქონე აკუსტიკური პანელები, რომელიც დიზაინში ინარჩუნებს არსებულ მინიმალიზმს.

პროექტის აღწერა

- აკუსტიკური აზომვები
- შიდა აკუსტიკური სამუშაოები

მსგავსი პროექტები

ყველა