Why Acoustics?

back

ოფისი

სივრცე, სადაც დავყოფთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს

განათლება

განათლება

ჯანდაცვა

ჯანდაცვა

HoReCa

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია

პროფესიული ობიექტები

პროფესიული ობიექტები

საცხოვრებელი სივრცეები

საცხოვრებელი სივრცეები
პროფესიულ ობიექტებში აკუსტიკის მნიშვნელობა ყველასათვის გასაგები და ნათელია, თუმცა საკონცერტო დარბაზში თუ თეატრში კარგი აკუსტიკის მიღწევა მარტივი საქმე როდია? იმისათვის, რომ საკითხი მეტად ნათელი იყოს, მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ პროფესიული სივრცეები მათი ფუნქციონალისა და აკუსტიკური საჭიროებების მიხედვით:
  • საკონფერენციო დარბაზი
  • კინო დარბაზი
  • თეატრალური დარბაზი
  • ხმის ჩამწერი სტუდია
  • სატელევიზიო სტუდია
  • ღამის კლუბი

   
თითოეულ ზემოთ აღნიშნულ სივრცეში მნიშვნელოვანია როგორც აკუსტიკა, ისე ხმის იზოლაცია. გარდა ამისა, საყურადღებოა საინჟინრო სისტემების ფონური ხმაურის კონტროლი და მათი ვიბროიზოლაცია. აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველ დარბაზს ერთი შაბლონით ვერ გააკეთებ. ზოგიერთ შემთხვევაში მეტად მნიშვნელოვანია ხმის იზოლაცია, ვიდრე აკუსტიკა და პირიქით. მაგალითისთვის:

კინო დარბაზში ხმის იზოლაცია არის უპირველესი ამოცანა, თუმცა შიდა აკუსტიკის თვალსაზრისით აქ მთავარია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ხმის შთანმთქმელი აკუსტიკური პანელები, რათა შემცირდეს ანარეკლები და ერთგვარი აკუსტიკური სიმულაციების ასპარეზი დაეთმოს გახმოვანების სისტემას, ანუ დინამიკებმა შექმნან ის აკუსტიკური გარემო რაც ჩაფიქრებული იყო ფილმის რეჟისორის და აუდიო ინჟინერის მიერ. ხმის იზოლაციის მხრივ საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუ საქმე გვაქვს რამოდენიმე მომიჯნავე კინო დარბაზთან. ასეთ დროს არავის სურს მძაფრ სიუჟეტიანი ფილმის გაძლიერებული აუდიო ეფექტები შევიდეს მეორე დარბაზში, სადაც მელოდრამის კინოჩვენება მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს სახლის კინო თეატრის სისტემები. აქაც მნიშვნელოვანია კინო ოთახის ხმის იზოლაცია ისე, რომ ფორსაჟის აუდიო ეფექტებმა ხელი არ შეუშალოს ოჯახის სხვა წევრს, რომელიც პოემას კითხულობს ან სკოლის მათემატიკურ ამოცანებზე მუშაობს.


საკონცერტო და თეატრალურ დარბაზში კი პროექტირება იწყება შიდა აკუსტიკით, სადაც მხოლოდ ხმის შთანმთქმელი ტექნოლოგიებით შეიძლება მივიღოთ ე.წ. "მკვდარი დარბაზი" და ეს კარგი არ არის. ასეთი ტიპის დარბაზებში მუსიკალური კომპოზიციები "მშრალად ჟღერს". იმისათვის, რომ დარბაზს ქონდეს თავისი აკუსტიკური ხელწერა, პირველ რიგში საჭიროა სწორად შეირჩეს დარბაზის შიდა არქიტექტურა, კედლების და ჭერის ფორმები, პარალელურად კი აუცილებელია განისაზღვროს სად გამოვიყენოთ ბგერის გამფანტველი (Diffuser), სად ამრეკლი (Reflector) და სად შთანმთქმელი (Absorber).