ლაუნჯ-ბარი "პავილიონი"

აღნიშნული ობიექტის პრობლემა მდგომარეობდა ხმის იზოლაციის სიმწირეში მომიჯნავე საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში, თუმცა არსებული ინტერიერის და საბაზისო კონსტრუქციების გათვალისწინებით შეუძლებელი იყო დამატებითი ხმის საიზოლაციო კონსტრუქციების გათვალისწინება. ამას ემატებოდა არსებული გახმოვანების სისტემის გვერდითი ეფექტები. ჩატარებული აკუსტიკური გაანგარიშებების საფუძველზე შევიმუშავეთ აკუსტიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მოიცავდა ერთი მხრივ გახმოვანების სისტემის სრულ განახლებას, ხოლო მეორე მხრივ შიდა აკუსტიკურ სამუშაოებს. ამის შედეგად შევინარჩუნეთ გახმოვანების სისტემის მიმართ არსებული ის ზღვრული ნორმა, რომელიც ფსიქოაკუსტიკურად იგივე ეფექტის მომცემი იყო რაც წინა გახმოვანების სისტემის შემთხვევაში, თუმცა ერთი დიდი განსხვავებით. იგივე აუდიო ეფექტის მისაღებად -6 დეციბელით ნაკლები ხმის წნევა აღმოჩნდა საჭირო. ეს კი ფაქტიურად ხმის იზოლაციის 6 დეციბელით გაზრდის ექვივალენტი აღმოჩნდა. ყოველივე ამის ფუნდამენტი კი არის ჩატარებული აკუსტიკური სამუშაოები, რომლის შედეგადაც შევამცირეთ ექოები და ფონური ხმაურის დონე.

Project Description

- აკუსტიკური აზომვები
- შიდა აკუსტიკური სამუშაოები
- ხმის იზოლაცია
- გახმოვანების სისტემის მონტაჟი

Similar Projects

All