JSC TBC Bank

კომერციული განყოფილების ღია სამუშაო სივრცეში აკუსტიკური სამუშაოების მიზანი იყო ფონური ხმაურის დონის შემცირება რათა გაუმჯობესებულიყო თანამშრომელთა საერთო კმაყოფილება, ხმის დისტრიბუციის შემცირება რათა შემცირებულიყო ერთი სამუშაო ზონიდან მეორეში ხმის თავისუფლად გავრცელება, ასევე საუბრის გარჩევადობის შემცირება 7-8 მეტრში, რათა გაზრდილიყო თანამშრომელთა კონცენტრაციის ხარისხი. აღნიშნული სამიზნე პარამეტრებით ფაქტიურად დაიგეგმა სამუშაო სივრცის აკუსტიკური ზონირება. აკუსტიკური სამუშაოების დაგეგმვამდე, უპირველესად ჩატარდა ხმაურის კვლევითი სამუშაოები, რომლის საფუძველზეც ჩატარდა აკუსტიკური გაანგარიშებები და შემუშავდა აკუსტიკური დიზაინი პროგრამაში Odeon Auditorium. აკუსტიკური სამუშაოებისას გამოყენებულ იქნა შვედური კომპანია Ecophon-ის აკუსტიკური მასალები. არსებული დიზაინის გათვალისწინებით ჭერში გამოვიყენეთ აკუსტიკური Solo ტიპის პანელები. ასევე, კედლის აკუსიტკური პანელები და რაც მთავარია, არსებული მაგიდების ბარიერები მოპირკეთდა აკუსტიკური პანელებით.

Project Description

- აკუსტიკური აზომვები
- აკუსტიკური დიზაინი
- აკუსტიკური სამუშაოები

Similar Projects

All